maxo127

ყურადღება! თუ თქვენ აღმოაჩინეთ შეცდომა საიტზე, მონიშნეთ და დააჭირეთ Ctrl+Enter. გმადლობთ თანამშრომლობისათვის!

consulting სათაო გვერდი

consulting სიახლეები

consulting ლინუქსი

consulting ლექსიკონები


consulting სტატიები

consulting გართობა

consulting კიდევ რა?

 

consulting ფოტოალბომები

consulting ფორუმი

consulting სტუმართა წიგნი

consulting ჩატი

consulting საიტის რუკა

consulting გასვლა

Счетчик посещений Counter.CO.KZ - бесплатный счетчик на любой вкус!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

განახლებები საიტზე

ქრონოლოგია - ქვემოდან ზემოთ

ეს გვერდი იმისთვისაა, რომ თქვენ იცოდეთ, შეიცვალა თუ არა რამე საიტზე თქვენი ბოლო შემოსვლის შემდეგ. ნუ ჩემთვისაც, ისტორიის ამბავში.

არ ვიცი ეს ასე კეთდება თუ არა, მარა შევეცდები არ ჩამოვრჩე მოვლენებს :)


18.08.2007 დავამთავრეთ ჰაუთუ.

ავიღე როგორც იქნა ლოკალური ჰოსტინგი. ახლა ჩემი საიტი სწრაფია :)

 

07.08.2007 დავიწყე Apache – Php – Mysql–ს შესწავლა + HowTo-ს გაკეთება.

ძრწოდეთ, დირექტივებო!

09.07.2007 ვინა თქვა ვერ იზამსო - გავაკეთე საიტის რუკა!

მარა ხელით :(

ვერც ფრონტპეიჯის გოიმური ტოკი გამოვიყენე რამეში, ვერც რამე ინსტრუმენტს მივაგენი.

თუ დამეხმარებით ვინმე კარგს იზამთ, თუ არადა ვიქნებით ასე :)

07.07.2007 ნინიგუშკას ფოტოალბომი, შესანიშნავი მოთხრობა რუსულად, ანეკდოტები.

21.06.2007 მხიარული სურათები.

ცოტაოდენი პარადოქსები და ანეკდოტები.

05.06.2007 არის ფოტოგალერეა.

30.05.2007 დავამთავრე იუდას სახარება. დამრჩა ფოტოგალერეა.

26.05.2007 იუდას სახარება - დასაწყისი

09.05.07 ქართული ანეკდოტები.

გილ ფაშ გერმ გამ 6 წლ :)

05.05.07 აი გამოვიღვიძე. დაემატა ერთი მოთხრობუნია, თავსატეხები და ანეკდოტები ქართულ-რუსული.

როგორც იქნა - რამდენიმე ინგლისური გვერდი.

რუსულში კიდევ ბევრი სხვაცაა და დასამატებელიც ოხრადა მაქვს, ქართულის საქმეა ცუდად :( სად შემიძლია ამდენი ბეჭდვა :)

15.04.07 გაიხსნა ჩემი ცხოვრების ლინუქსოიდური მდგენელის ისტორია. ვაშა ამხანაგებო!

დარჩა ერთადერთი მკვდარი ლინკი - საიტის რუკა. ვის სცალია მაგისთვის :)

06.04.07 ლექსიკონს ქართულში დავუმატე აბრევიატურების ძებნა. ვაი მაგ დამატებას :(

03.04.07 დავამატე რუსული აფორიზმები. ისწავლეთ და ჩამაბარეთ!

იქვე მოთხრობები - 19-25 და მხიარული თემიდა.

25.03.07 გავაკეთე "სარკე" http://maxo127.netsons.org. იმედია როდისმე ნორმალურ სარკესაც გავაკეთებ :) (მმმ127127)

15.03.07 "იუმორი" გადაიქცა გასართობ პორტალად :)! დავამატე პარადოქსები და თავსატეხები.

14.03.07 დავამატე რუსული ანეკდოტები.

11.03.07 დავიწყე ინგლისური ვარიანტის კეთება. სუბ-ვები მზადაა, მარა დანარჩენზე ენთუზიაზმი არ იგრძნობა :(

10.03.07 დავამატე წერილი დიეტის შესახებ.

ახალი ყურშა გვყავს - ესეც ნამდვილი სუპერღრუჩუნაა. აწი ორყურშიანი ლაშქრობები გვექნება.

08.03.07 8 მარტს გილოცავთ ქალებო!

07.03.07 18 მოთხრობა რუსულ იუმორში. შაბლონების ახალი ხედვა :). საიტის სტუმრების რაოდენობა 100-ს გადასცდა. დროა ვიზრუნო პაპარაცებისგან თავდაცვაზე. ხუთი თანრიგი ცოტა ხომ არაა? (ხოხ!).

05.03.07 ქართული მოთხრობუნიები. პატარა გადაკეთებები მაინც მიწევს გზადაგზა.

04.03.07 რუსული სუბ-ვები მზადაა თავის ტემპლეიტებით და ლინკებით. ატვირთულია ფოტოალბომი და რაღაცეები. ვაი! არ გინდა ახლა ყველაფრის ორ-ორად წერა? მერე კიდევ სამ-სამად :(

03.03.07 მივხვდი როგორც იქნა, როგორ უნდა გაკეთდეს ლინკები მრავალენოვან საიტზე სხვადასხვა ენაზე. 50 სტუმარი. დედა, რა პოპულარული ვხდები!

02.03.07 გადავწყვიტე - ჩემი საიტი სამენოვანი უნდა იყოს. მე ის maxo127 კი აღარა ვარ! დავამატე ნიუსები (ეს გვერდი). ფრიად დამეხმარა ფრონტუსას ლოგები.

01.03.07 დავამატე ლადუშას (Alinux) ფოტოალბომი და ანეკდოტები. პატარა მივასწორ-მოვასწორე.

28.02.07 სტატია ლაშქრობაზე.

მგონი სტრუქტურა გავიაზრე საბოლოოდ.

27.02.07 დავიბრუნე როგორც იქნა წიგნი. აღმოვაჩინე Publish Web, ლინკების ინტრუმენტები და ოხრად რაღაცეები. აგაშენა ღმერთმა. ცოტა დებილი კია ფრონტპეიჯი, მარა ზოგ რამეს კაცურად აკეთებს. შეიძლება ითქვას, ბევრ რამეს.

26.02.07 გავიგე მთვლელის დაყენება. დავაყენე კიდეც და ქვეყანას მოვდე. შედეგი - უკვე 20 სტუმარი.

25.02.07 საიტმა საბოლოო სახე მიიღო. გვერდის შაბლონი, SharedBorders და რამე. უკვე ნამდვილი ვებდიზაინერი ვარ.

22.02.07 გადავწყვიტე მთვლელი დავაყენო. ვიპოვე კიდეც, მარა როგორ ყენდება ვერ გავიგე. HTML-ში დიდად მოვიკოჭლებ :(

21.02.07 ნაროდის გოიმური ფორუმის ნაცვლად ედუხას ფორუმი მივაბი. დიდი სვეტური არც ეგაა, მარა თავისზე უარესს ჯობია.

19.02.07 ვიღაცის საიტიდან უნამუსოდ მოვიპარე დიზაინი, გადავაკეთე, გადმოვაკეთე. საბოლოოდ სათაური და ღილაკებიღა შემრჩა. საიტი საიტს დაემგვანა. პირველი სატატია "როგორ დავსვათ შეკითხვა" და ფორუმზე მარიაჟობა.

18.02.07 აღმოვაჩინე ფრონტპეიჯი. გვერდებს ჯერ კიდევ მავთულით ვაბამ ერთმანეთზე. გავაკეთე ფოტოგალერეა და ავტვირთე. აფლოუდი 200 მბ/წმ-ია. არავის არ სჯერა!

14.02.07 ნაროდზე უნიკოდი არ მუშაობს. ფორუმი რაღაც დებილობაა. ფოტოალბომი - უფრო უარესი.

12.02.07 პირველი საიტის მაგვარი რაღაც. ნაჯახით და narod.ru-ს რედაქტორით გაკეთებული

©copyright designed by maxo127

Сайт создан в системе uCoz