maxo127

ყურადღება! თუ თქვენ აღმოაჩინეთ შეცდომა საიტზე, მონიშნეთ და დააჭირეთ Ctrl+Enter. გმადლობთ თანამშრომლობისათვის!

consulting სათაო გვერდი

consulting სიახლეები

consulting ლინუქსი

consulting ლექსიკონები


consulting სტატიები

consulting გართობა

consulting კიდევ რა?

 

consulting ფოტოალბომები

consulting ფორუმი

consulting სტუმართა წიგნი

consulting ჩატი

consulting საიტის რუკა

consulting გასვლა

—четчик посещений Counter.CO.KZ - бесплатный счетчик на любой вкус!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

როგორ ვჭამოთ იმდენი, რამდენიც გვჭირდება,

ანუ დიეტა საკუთარ თავთან ბრძოლის გარეშე

რისთვის არის საჭირო დიეტა?

აქ შეიძლება სხვადასხვა პასუხი იყოს - როდესაც ორგანიზმს რაღაც პრობლემები აქვს გარკვეული სახის საკვებთან დაკავშირებით, როდესაც ასეთი პრობლემების წარმოშობის საფრთხის გამო პროფილაქტიკაზე უნდა ვიზრუნოთ და ასე შემდეგ. მათ შორის არის ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ვარიანტიც - როცა არ გვინდა საჭიროზე მეტი ვჭამოთ.

ნორმალურად ფუნქციონირებადი ორგანიზმისთვის ზედმეტის ჭამა არავითარი პრობლემა არ არის - როგორც შეჭამს, ისევე მოინელებს. ჩვენ კი, მეტს შევჭამთ - მეტად ვსუქდებით. ეტყობა რაღაც ვერ ფუნქციონირებს კარგად.

უფრო მეტიც - ნორმალურად ფუნქციონირებადი ორგანიზმის შემთხვევაში საჭიროზე მეტის ჭამა ძნელიც კი არის - ისევე, როგორც ნებისმიერი არასასურველი მოვლენის, ზედმეტი ჭამის წინააღმდეგაც მას აქვს თავდაცვითი საშუალებები - გარკვეული რაოდენობის შეჭმის შემდეგ მივდივართ ისეთ მდგომარეობამდე, როცა მეტის ჭამა უკვე აღარ შეგვიძლია და საჭმლის დანახვაც არ გვინდა.

რა მდგომარეობაა ეს, და რატომ არ შეიძლება, რომ ამ მდგომარეობამდე უფრო ნაკლები ჭამის შემდეგ მივიდეთ, ანუ უფრო ნაკლები საჭმელი გვაკმაყოფილებდეს? ხომ ცხადია, რომ აქამდე მისვლისათვის ჩვენ აშკარად მეტის შეჭმა დაგვჭირდა, ვიდრე ჩვენს ორგანიზმს სინამდვილეში სჭირდებოდა?

ამბობენ, სუფრიდან ისე უნდა ადგე, რომ კუჭი გეუბნებოდეს - ჯერ კიდევ მშიაო. თქმა კი ადვილია, და სხვისთვის ჭკუის სწავლება, მაგრამ როგორი ასადგომია სუფრიდან, როცა ჯერ კიდევ გშია? და საერთოდ, რატომ უნდა ადგე, თუ ჯერ კიდევ გშია?

იმასაც ამბობენ - ყველაზე დიდი გამარჯვება საკუთარ თავთან ბრძოლაში გამარჯვებააო, მაგრამ მუდმივად შიმშილთან და საჭმლის თაობაზე საკუთარ თავთან ხანჯლაობა - ამას ხომ მტერსაც არ უსურვებს კაცი. მაშინ როგორ გავიგოთ ეს ზემოთქმული აზრები, აშკარად რომ არა ჰგავს არც მტრის და არც ისე, ჰაერზე ნათქვამს?

ყველა ამ შეკითხვაზე ერთი პასუხია - რადგანაც ჩვენ პრინციპში გვაქვს საშუალება როდესღაც გავიგოთ, რომ მეტი ჭამა აღარ გვინდა, უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ეს მაშინ გავიგოთ, როცა მეტის ჭამა აღარ გვჭირდება.

სუფრიდან ცოტა მშიერიც რომ ავდგეთ, ცოტა ხანში ეს შიმშილი ისევე გაივლის, თითქოს ჭამა გაგვეგრძელებინოს. ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, დაკმაყოფილების გრძნობას ჩვენთვის უბრალოდ აგვიანდება. ეს იმასა ჰგავს, აუზს რომ წყლით ვავსებდეთ, ონკანი კი ძალიან შორს იყოს - როცა აუზი აივსება, ჩვენ წავალთ და დავკეტავთ ონკანს, მაგრამ ამასობაში წყალი ნაპირიდან გადმოვა. ამიტომ ცოტა ადრე უნდა წავიდეთ, როცა აუზი ჯერ კიდევ Уცოტა მშიერიაФ.

როგორ დავაჩქაროთ ეს პროცესი? როგორ გადმოვიტანოთ ონკანი უფრო ახლოს? როგორ მივაღწიოთ იმას, რომ ვკამყოფილდებოდეთ, როცა საკმარისს შევჭამთ? მაშინ არც ზედმეტის ჭამა მოგვიწევს და არც ყოველ ჭამაზე Уცოტა მშიერიФ დარჩენა!

ჩვენი მიზანი არ არის ნებისყოფაზე და თვითშეგნებაზე დამყარებული თვითშეზღუდვის წყალობით ცხოვრება ჯოჯოხეთად გადავიქციოთ და ამას საკუთარ თავთან ბრძოლა დავარქვათ. პირიქით - ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ვაკეთოთ ის, რაც გვინდა, თან ისე, რომ ამით არ მივაყენოთ ზიანი საკუთარ თავს. ამისათვის ჩვენ უნდა ვისწავლოთ არა საკუთარი სურვილების დათრგუნვა, არამედ მათი მართვა. საკუთარი თავი ჩვენ უნდა განვიხილოთ არა როგორც მტერი - დასამარცხებელი და დასამორჩილებელი, არამედ როგორც თანამშრომელი, რომელსაც ბევრი სასარგებლო რჩევის მოცემა შეუძლია. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ მოვუსმინოთ საკუთარ თავს. როგორ მივაღწიოთ ამას?

ამ კითხვებში გასარკვევად საჭიროა გარკვეული წარმოდგენა გვქონდეს იმაზე, თუ რა არის საერთოდ შიმშილი, ან როგორ ხდება მისი დაოკება, რა პროცესები მიმდინარეობს ამ დროს ორგანიზმში და როგორ.

ორგანიზმი - ურთულესი სისტემაა. უფრო მეტიც - ეს არის მრავალი რთული სისტემის მთელი კომპლექსი. ამ სისტემებს შორის ერთ-ერთი ურთულესია ენდოკრინული სისტემა, რომელიც, შეიძლება ითქვას, ყველა სხვა სისტემებს შორის მაკავშირებლის როლსაც თამაშობს. როცა ორგანიზმში რაღაცის შეცვლაა საჭირო - მაგალითად, შეგვცივდა და საჭიროა სითბოს უფრო ინტენსიურად გამოყოფა, ამ სიგნალს ენდოკრინული სისტემა ღებულობს, და თვითონვე წყვეტს, რა საშუალებით გაზარდოს სითბოს გამოყოფა, რომელ სისტემას რა ბრძანება გადასცეს ამისათვის - ამ საქმეში მას შეუძლია ჩართოს სისხლის მიმოქცევის სისტემა, ძვალკუნთოვანი სისტემა და ა. შ., იმის მიხედვით რამდენად სასწრაფო და რამდენად ინტესიური ზომებია მისაღები.

იმისათვის, რომ ორგანიზმის ყველა პარამეტრი (რომელიც ალბათ ათასობითაა) საჭირო დონეზე იქნას შენარჩუნებული, ამ სისტემების შიგნითაც და მათ შორისაც იმდენად რთული ორგანიზაციული სტრუქტურები, კავშირები და უკუკავშირები ფუნქციონირებს, რომ მათი აღწერა ენციკლოპედიების საქმეა. ამიტომ ჩვენ გამოვიყენოთ ჩვენთვის საინტერესო პროცესის გამარტივებული სქემა, რომელიც, ამავე დროს, სრულიად საკმარისი იქნება ჩვენი მიზნის მისაღწევად - ვისწავლოთ იმდენის ჭამა, რამდენიც გვჭირდება.

უპირველეს ყოვლისა, წარმოვიდგინოთ რაღაც სენსორი, რომელიც კუჭში საჭმლის რაოდენობას ადევნებს თვალყურს (რაღაც უნიტაზის წყლის ავზის რეგულატორის მსგავსი) - როცა შეჭმული (ჯერ კიდევ მოუნელებელი) საკვების რაოდენობა რაღაც დონეზე დაბლა დაიწევს, ის ატყობინებს ცენტრს (ტვინს, ენდოკრინულ სისტემას - ჩვენთვის ეს არაა ამჟამად მნიშვნელოვანი), რომ საჭიროა მარაგის შევსება. ამ შეტყობინებას ცენტრი გადაუგზავნის ცნობიერებას, რომელიც იწყებს ზომების მიღებას - მაცივრის გაღება იქნება თუ უახლოესი (მისაღები) საკვები დაწესებულებისაკენ გეზის აღება. ამას ჩვენს ენაზე ჰქვია УმომშივდაФ.

თუ ცნობიერებამ რაიმე მიზეზით ამ შეტყობინებაზე ყურიც არ გააბარტყუნა, УკუჭისФ სენსორი გარკვეული ხანი აგზავნის შეტყობინებებს და გაჩერდება. შიმშილის გრძნობა გაქრება. ანუ შიმშილმა УგადაგვიარაФ. ჩვენი ცხოვრების წესი განაპირობებს იმას, რომ ეს არც ისე იშვიათად ხდება.

გაივლის 0.5-1 საათი, და УკუჭისФ სენსორი ისევ აიმაღლებს ხმას. შიმშილი ისევ გვახსენებს თავს. მაგრამ თუ ჩვენ ისევ სასწრაფო საქმეებითა ვართ დაკავებული, მისი აღშფოთება ისევ იგნორირებული იქნება. ისიც იბუზღუნებს ცოტა ხანს და ისევ გაჩერდება. შიმშილი ისევ გადაგვივლის, მართალია უკვე უფრო ცოტა ხნით, მაგრამ ასე მაინც შეიძლება კარგა ხანი გაგრძელდეს.

ამასობაში ხდება იმ საკვების თანდათანობით მონელება, რომელიც მანამდე იყო შეჭმული, ანუ მისი გადასვლა კუჭიდან ნაწლავებში, დაშლა და ნაწლავის კედლებიდან სისხლში გაწოვა. შედეგად სისხლში ხვდება ყველა ის საჭირო ნივთიერება, რომელსაც საკვების სახით ვღებულობთ. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესია შაქარი (ნახშირწყლები) - ყველა სასიცოცხლო პროცესის ენერგეტიკული უზრუნველყოფა. მარტივად რომ ვთქვათ, სათბობი. ამ ყველაფერს შემდგომ სისხლი УდაარიგებსФ მთელ ორგანიზმში.

როცა მთელი შეჭმული საკვები ნაწლავებიდან გაიწოვება, სისხლში შაქრის მიწოდება უკვე აღარ ხდება. შაქარი კი მუდმივადაა აუცილებელი - სისხლში შაქრის დონის დაცემის შემთხვევაში (მარტივად რომ ვთქვათ) რამდენიმე წუთის სიცოცხლეღა გვაქვს დარჩენილი.

ეს რომ არ მოხდეს, ამისათვის ორგანიზმში არსებობს, ასე ვთქვათ, УშაქრისФ სენსორი, რომელიც მუდმივად აკონტროლებს სისხლში შაქრის რაოდენობას, და არც ნაწლავებიდან შაქრის სისხლში მიწოდების პროცესს სტოვებს უმეთვალყურეოდ. დღისით თუ ღამით ეს პროცესი არ ჩერდება. როგორც კი სისხლში შაქრის დონე დაეცემა, და ნაწლავებიდან შაქრის მიღებაც თუ ვერ ხერხდება, УშაქრისФ სენსორი, რომელიც მანამდე მხოლოდ ფხიზელი მეთვალყურის როლს თამაშობდა, იწყებს მოქმედებას;

პირველ რიგში იწყება შაქრის მარაგების გახსნა - ორგანიზმს სადმე, ღვიძლში იქნება თუ სხვაგან, ყოველთვის აქვს შაქრის გარკვეული მარაგი, რომელიც მხოლოდ მაშინ იხსნება, როცა სისხლის შაქრით უზრუნველყოფის სხვა არავითარი საშუალება არ არსებობს. სწორედ ამ მარაგის გამოყენება იწყება ეხლა.

გარდა ამისა, УშაქრისФ სენსორი ატყობინებს ცენტრს, რომ საჭმლის მომნელებელ სისტემაში საკვები აღარ არის, დაწყებულია შაქრის მარაგის ხარჯვა, და საჭიროა საწრაფოდ მისი შევსება.

ამ შეტყობინებას ცენტრი უკვე ვეღარ გაუკეთებს იგნორირებას - УშაქრისФ სენსორი - ეს УკუჭისФ სენსორი არ გეგონოთ! ის ენდოკრინული სისტემის მმართველი იმ იდუმალი ძალების წარმომადგენელია, ხშირად რომ არ ერევიან სისტემის საქმეებში, მაგრამ თუ ჩაერევიან, ეს უკვე უბრალო ბუზღუნად არ აღიქმება - ამ დროს ცენტრი ფეხზე დგას და მთელ თავის ძალებს ფაციფუცით მიმართავს УშაქრისФ სენსორის ბრძანების შესასრულებლად; ამ დროს ჩვენ გვავიწყდება სასწრაფო საქმეები, ამაღლებული მატერიები და დიდმკერდიანი ქალები (ქალებს - დიდშემოსავლიანი მამაკაცები), და ჩვენს თვალებში ერთადერთი აზრი იკითხება: УმშიაФ.

როგორც იქნა, სამუშაო დღე დამთავრდა და სახლში მივედით თუ კაფეში ხაჭაპურის მოტანას დაადგა საშველი, ჩვენ უკვე პირველ ლუკმებს ვყლაპავთ. ისინი კუჭში კი ხვდებიან და გახარებული УკუჭისФ სენსორიც ბეჯითად აღნუსხავს კუჭში მარაგის მატებას, მაგრამ ცენტრში მისთვის არა სცალიათ - ამასობაში იმდენი დრო გასულა, რომ შაქრის მარაგი 80%-ზეა დასული, და ორგანიზმის კანცელარიაში ძრწოლით ხვდებიან УშაქრისФ სენსორის მრისხანე ცირკულარებს, რომელსაც სულ არ აინტერესებს, რას ღეჭავენ კბილები - იმიტომ, რომ საჭმლის შეჭმიდან კარგა ხანი გავა, სანამ ამ საჭმელს კუჭი და ნაწლავები გადაამუშავებენ და ის შაქრის სახით სისხლში მოხვდებოდეს, ამ ხნის განმავლობაში კი გრძელდება შაქრის მარაგის ხარჯვა და შესაბამისად მისი კლება. Уმარაგი - 75%Ф - კითხულობენ ცენტრში და გონებაში თბილ ტანსაცმელს იმზადებენ.

გავიდა დრო და ვეღირსეთ - ნაწლავებიდან შაქრის პირველი პარტიები წამოვიდა, შაქარი უფრო მეტი მოდის, ვიდრე ორგანიზმს სჭირდება, ანუ ზედმეტი შაქრით შეიძლება მარაგების აღდგენის დაწყება, მაგრამ დაძაბულობა არ კლებულობს. მართალია, УკუჭისФ სენსორი ამ დროს შეჭმული საკვების მარაგის 80%-მდე ასვლას აფიქსირებს, მაგრამ შაქრის მარაგი 70%-ზეა დასული. მართალია, ორგანიზმი ამ დროს ნაწლავებიდან ღებულობს შაქარს და მარაგში მისი კლება კი შეწყდა, მაგრამ ეს არავის ამშვიდებს Ц ახლა საჭიროა ამ მარაგის აღდგენა. ეს უპირველესი საქმეა და შაქრის სენსორი არ მისცემს ცენტრს უფლებას ამას წაუყრუოს. მთელი ძალები მიმართულია იქეთკენ, რომ შაქარი რაც შეიძლება სწრაფად და მეტი მოხვდეს სისხლში, იქ კი УშაქრისФ სენსორი მიხედავს - რაც ორგანიზმს სჭირდება, გაატანს სისხლს, დანარჩენით კი შაქრის მარაგის აღდგენას დაიწყებს. მალე УკუჭისФ სენსორი უპატაკებს ცენტრს - მარაგი კუჭში 100%-თაა აღდგენილი - ეს იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია მეტი აღარ ვჭამოთ, ეს საკვები შაქრის მარაგის შევსებასაც უზრუნველყოფს და ორგანიზმსაც ეყოფა შემდეგ ჭამამდე. მაგრამ მას ისევ არავინ უსმენს; მის ხმას УშაქრისФ სენსორის ხმა ფრავს: Уკიდევ 20% მჭირდებაФ, Уკიდევ 15% მჭირდებაФ...

და ჩვენც ვაგრძელებთ ჭამას. და გავაგრძელებთ, სანამ УშაქრისФ სენსორი ბოლოსდაბოლოს არ იტყვის - Уმარაგი შევსებულია, გეყოფათФ.

არადა, გვეყოფა კი არა ვეღარ ვსუნთქავთ.

სწორედ აქ არის დამარხული ძაღლის თავი Ц ჩვენ შევჭამეთ იმდენი, რამდენიც საჭირო იყო ჩვენთვის, ჩვენ მეტი აღარ გვინდა, მეტის შეჭმა ჩვენთვის ცუდიც კია. მაგრამ ჩვენ ვერ ვჩერდებით, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით, რომ მეტი არ უნდა ვჭამოთ; ჩვენ ვერ გვესმის მისი, ვინც ეს იცის Ц კუჭის სენსორისა. ჩვენ ვიმყოფებით შაქრის სენსორის გავლენის ქვეშ და შევწყვეტთ ჭამას მხოლოდ მაშინ, როცა ის დაგვრთავს ამის ნებას. ეს კი მოხდება მაშინ, როცა შაქრის მარაგი შეივსება, იმიტომ, რომ შაქრის სენსორს არა აქვს საშუალება კუჭში საჭმლის რაოდენობის მიხედვით გამოთვალოს რამდენი შაქრის მიღება შეიძლება შეჭმული საკვებიდან Ц საკვები სხვადასხვა არსებობს. ის მხოლოდ მაშინ დაწყნარდება, როცა შაქრის მარაგი ბოლომდე იქნება შევსებული, მხოლოდ მაშინ მოგვცემს ის სიგნალს Ц "საკმარისია", მანამდე კი გვაიძულებს ვჭამოთ. კუჭის სენსორის "საკმარისია"Цდან შაქრის სენსორის "საკმარისია"Цმდე მთელ დანარჩენ საკვებს ჩვენ სულ ტყუილად ვღებულობთ ჩვენდა საზიანოდ.

მაგრამ მთელი უბედურება ეს კი არაა - მთავარი ისაა, რომ მთელი საკვები შაქრად როდი გადამუშავდება - შაქართან ერთად სისხლში ხვდება უამრავი სხვა ნივთიერება, მათ შორის კი ცნობილი ცილები და, რაც მთავარია, ცხიმებიც. ყველა ამ ნივთიერებას თავისი მომხმარებელი ჰყავს, თავისი მარაგიც და თავისი УსენსორიცФ- ამ მარაგებზე ზედამხედველი, რომელიც გულგრილად ვერ შეხედავს ასეთ ხვავსა და ბარაქას, და რამდენადაც ხვალ მასაც შეიძლება მარაგების გახსნა დასჭირდეს, სულაც არ არის წინააღმდეგი შავი დღისთვის რაიმე გადაინახოს. ამას უკვე УვსუქდებიФ ჰქვია.

ადვილი წარმოსადგენია, რა მოჰყვება УკუჭისФ სენსორის ბუზღუნის სისტემატურ უგულვებელყოფას და УშაქრისФ სენსორის დუდუკზე ცეკვას - სისტემატური ზედმეტის ჭამა და ასეთი გაურკვევლობებით დაშინებული Уსაწყობის გამგეებისФ მიერ მარაგების შეძლებისდაგვარად დაგროვება. და, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, УკუჭისФ სენსორის სიგნალებზე ცენტრის მგრძნობიარობის ატროფია. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი ცხოვრების ორომტრიალში ჩანთქმულებს მალე გვავიწყდება УკუჭისФ სენსორის ენა და უბრალოდ აღარ გვესმის მისი არც УმშიაФ და არც Уაღარ მშიაФ. ჭამაში გართულებმა რომც გავიგოთ У100%Ф, მაინც ვერ მივაქცევთ ყურადღებას, იმიტომ, რომ თავს УშაქრისФ სენსორი დაგვჩხავის - У80%Ф.

მოკლედ, იმისათვის, რომ ზედმეტი არ ვჭამოთ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ УკუჭისФ სენსორის სიგნალზე გაჩერება, ხოლო შეძლებისდაგვარად - მოვახერხოთ ჭამა მაშინ, როცა ამას УკუჭისФ სენსორი ითხოვს და არ დაველოდოთ, როდის მოითხოვს УშაქრისФ სენსორი. იდეალში ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ შაქრის სენსორი საერთოდ აღარ ჩაერიოს ამ საქმეებში, ანუ არასოდეს მივიდეს საქმე იქამდე, რომ შაქრის მარაგის გახსნა დაგვჭირდეს. ამისათვის კი (თუ ამასთან ერთად) იმას უნდა მივაღწიოთ, რომ გვესმოდეს კუჭის სენსორის სგნალები და არასოდეს გავუკეთოთ ამ სიგნალებს იგნორირება. ეს შეუძლებელი არ არის - ის ხალხი, ვისაც თავისი ცხოვრების წესი აძლევს საშუალებას, ჭამოს მაშინ, როცა მოესურვება - სწორედ ასე იქცევა. და მათი დღეგრძელობის ერთ-ერთი პირობა ალბათ ესეც არის.

უნდა ითქვას, რომ ჩვენი ცხოვრების წესის დამახინჯება არ დაწყებულა УუგრაფიკოФ სამსახურით, და არც უთავბოლო სტუდენტური წლებით - მას შორეულ ბავშვობაში უდგას ფესვები. ჩვენს მშობლებს არასოდეს ავიწყდებოდათ Уთავის დროზეФ შემოეჩეჩებინათ ჩვენთვის კარაქიანი პური, უფრო ადრე კი (რაც ცოტა უფრო გამართლებულია) - საწოვარიანი ბოთლი, და არავინ აკვირდებოდა, გვშიოდა ამ დროს თუ არა. ნუ გავამტყუნებთ მშობლებს - მათ ხომ ეს წერილი არა ჰქონდათ წაკითხული, მაგრამ შედეგად ჩვენ რაც მივიღეთ - ატროფირებული შიმშილის გრძნობა და დაბეჩავებული УკუჭისФ სენსორი - ამას კი უნდა ვებრძოლოთ.

ამ ბრძოლაში სულაც არ გვჭირდება მძიმე არტილერია - ლუკმების და კალორიების თვლა თუ წუთების სიზუსტით გათვლილი კვების რეჟიმი - ეს მძიმე ავადმყოფებისთვისაა. ჩვენი ამოცანა უფრო მარტივია - არ გამოგვეპაროს პირველი მოშიება - УკუჭისФ სენსორის პირველი აბუზღუნება - და გვქონდეს ხელთ რაიმე სასწრაფოდ მისაწოდებლად; УკუჭისФ სენსორი თავიდან მცირედითაც კმაყოფილდება, სისხლში შაქრის დონის შესანარჩუნებლად კი ბევრად ნაკლები საკვებია საკმარისი, ვიდრე შემდეგ შაქრის მარაგის შევსებამდე მოგვიწევს შეჭმა. ასე არც УშაქრისФ სენსორს ავიმხედრებთ.

(ერთი პატარა შენიშვნა - არ გეგონოთ სისხლის შაქრით უზრუნველსაყოფად ყველაფერს შაქრის შეჭმა სჯობდეს - როცა შაქარზე ვლაპარაკობთ, უპირველესად გლუკოზა იგულისხმება და არა საქაროზა - რასაც ჩვენ შაქარს ვეძახით ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუმცა არც გლუკოზის შეჭმა არ იქნება საუკეთესო გამოსავალი. რის ჭამა როდის სჯობია, ასეთი საკითხები უკეთესია დიეტოლოგთან გაარკვიოთ თქვენი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით)

ცოტა უფრო ძნელი საქმეა УკუჭისФ სენსორის სიგნალის გაგება ჭამის დასამთავრებლად, როცა მის ხმას УშაქრისФ სენსორის ხმა ფარავს (ავტორს არა აქვს იმის ილუზია, რომ წინა აბზაცების წაკითხვის შემდეგ თქვენ უკვე არასოდეს აღარ მოხვდებით ასეთ სიტუაციაში), მაგრამ თუ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ყურადღების რომელიმე კუნჭულში მუდმივად გვქონდეს მხედველობაში ეს საკითხი, 2-3 თვეში უნდა ჩამოგვიყალიბდეს მკაფიო შეგრძნება იმისა, რომ საკმარისი საკვები გვაქვს შეჭმული, და აშკარად დავიწყებთ ერთმანეთისაგან იმის განსხვავებას, თუ რა არის შიმშილი (საკმაოდ სახალისო შეგრძნება, ჭამის შედეგად სასიამოვნო შემსუბუქებით რომ მთავრდება), და რა კიდევ - გულისწასვლის მსგავსი გრძნობა, უაზროდ ბევრის ჭამის შემდეგ გულისრევაში რომ გადადის საჭმლის დანახვაზე.

ბოლოს მინდა ორ რამეს გავუსვა ხაზი:

თავისი საქმის ნებისმიერი სპეციალისტისაგან - დიეტოლოგი იქნება ის თუ თერაპევტი - საკითხისადმი ჯანსაღი მიდგომისა და სწორად დასმული შეკითხვების საშუალებით გაცილებით საქმიანი ინფორმაციისა და სასარგებლო შედეგის მიღება შეიძლება, ვიდრე რომელიმე საქვეყნოდ გახმაურებული დიეტის ავტორის სტატიების (განსაკუთრებით ჟურნალისტების მიერ УდამუშავებულიФ) კითხვითა და ამ დიეტების ბრმად გამოყენებით.

ჩვენს მიერ აღწერილი პროცესი, როგორც თავში აღვნიშნე კიდევაც, ძლიერ არის გამარტივებული - იმდენად, რომ მას შესძლებოდა ჩვენთვის საჭირო ხედვის ჩამოყალიბება, და არ გადაეტვირთა მკითხველი ზედმეტი წვრილმანებით. თუ თქვენ გაგიჩნდათ სურვილი რაიმე დაამატოთ ან დააზუსტოთ, ისარგებლეთ ამ საიტზე ხელმისაწვდომი ნებისმიერი საშუალებით (ფორუმი, ჩატი, სტუმართა წიგნი).

©copyright designed by maxo127

Сайт создан в системе uCoz