maxo127

ყურადღება! თუ თქვენ აღმოაჩინეთ შეცდომა საიტზე, მონიშნეთ და დააჭირეთ Ctrl+Enter. გმადლობთ თანამშრომლობისათვის!

consulting სათაო გვერდი

consulting სიახლეები

consulting ლინუქსი

consulting ლექსიკონები


consulting სტატიები

consulting გართობა

consulting კიდევ რა?

 

consulting ფოტოალბომები

consulting ფორუმი

consulting სტუმართა წიგნი

consulting ჩატი

consulting საიტის რუკა

consulting გასვლა

Счетчик посещений Counter.CO.KZ - бесплатный счетчик на любой вкус!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ð

ლინუქსი - one way ticket. Part I

თუ არ გაგიმართლა, კომპიუტერთან მუშაობა მოგიწევს.

თუ ძალიან არ გაგიმართლა - ლინუქსთან!

(M. 127)

ყველაფერი მოულოდნელად დაიწყო.

ან შეიძლება სრულიად კანონზომიერიც იყო? ბოლოსდაბოლოს, რას შვრება ცხოვრების უკუღმართობით გასისტემურადმინისტრატორებული კაცი, როცა ვინდუსის უთავბოლობებით თავმობეზრებული ღრმად ჩაფიქრდება სისტემის სამართლიან, მაგრამ კატასტროფულად რეკურსიულ რჩევაზე please contact your system administrator?

მითუმეტეს, თუ მისმა ნათლულმა რომელიღაც საიტზე უსინდისოდ შეუკვეთა უბუნტუს 15 დისკი და გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ one fine day ფოსტალიონი მოადგებოდა კარზე და დისკებით სავსე ტომარას მოუტანდა? წინა კვირის ერთ მშვენიერ დღეს კი მართლა მოვიდა ფოსტალიონი და დისკებით სავსე ტომარა მოუტანა.

ცხადია, პირველივე LiveCD მაშინვე იქნა ჩაჩურთული იმ მოწყობილობაში, დისკამძრავზე უკეთესი სახელი რომ ვერ მოუფიქრა ვერავინ, და ორი წყვილი თვალი კარგა ხანს უყურებდა, როგორ დაარბენინებდა დაბნეულ კურსორს ყავისფერ ეკრანზე ორი მარჯვენა ხელი.

როცა საბოლოოდ სპეციალისტთა 90%-ის აზრით (ყოველ შემთხვევაში ასე შეაფასა სისადმინმა ჯამურ აზრებში თავისი წვლილი, მიუხედავად დანარჩენი, ასევე 90%-ის სასტიკი წინააღმდეგობისა) ასეთი ცხოვრების გაგრძელება შესაძლებლად შეფასდა, უკვე InstallCD იქნა საზეიმოდ იღლიაში ამოჩრილი და სულ მალე სისადმინის სამუშაო კომპიუტერის ზემოხსენებულ მოწყობილობაში აღმოჩნდა, რამდენადაც პირადმა P166-მა Ubuntu 5.10-ის სისტემური მოთხოვნილებები პასუხის ღირსადაც კი არ ჩათვალა.

სამუშაო კომპიუტერს ასეთი პრობლემები არ აწუხებდა და ინსტალაციაც благополучно დაიწყო. თქვენ იცით რას შვრება ლინუქსის ცხოვრებაში პირველი დისკი ინსტალაციისას? სწორია - შუაში გაჩერდება და არაფერს არ შვრება. ის დისტრიბუტივი, რომელიც სხვას ასჯერა აქვს დაყენებული სრულიად უპრობლემოდ ზუსტად ისეთივე მანქანაზე, შენთან გაჩერდება და არაფერს არ შვრება. იქ, სადაც ვინდუსა სე თუ ისე დადგება და с грехом пополам იმუშავებს კიდეც, ლინუქსი გაჩერდება და ...

ბიოსში ჩხრეკა, სახლიდან LiveCD-ს მოტანა, კომპიუტერის ორიენტირება მერიდიანის და პარალელის გასწვრივ შუალედური დაშლა-აწყობებით, ლინუქსის ინტერნეტ-კურსების საათნახევარში გავლა და ბურკინა-ფასოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულება - როცა სისადმინმა მისთვის ცნობილი ყველა საშუალება ამოწურა და რადგანაც ლინუქსში პირველი ნაბიჯები სულ უფრო და უფრო ემგვანებოდა ადგილზე სიარულს, ხოლო გათენებამდე ჯერ კიდევ ადრე იყო - გადადგა passo lògico. ფორუმებზე გადაიცა SOS!

როცა შეკითხვა არა გაქვს, პასუხსაც რომ არ უნდა ელოდო, სისადმინმა კარგად იცოდა. ფორუმებიც სდუმდნენ. მაგრამ პირველი help მაინც მალე მოვიდა - ისევ მშობლიური თბილისის ფორუმიდან. ღამის 2 საათზე (იქაური დროით) ვიღაცას არ ეძინა იტალიაში. ეს Alinux იყო.

რამდენიმე პოსტის მერე საუბარმა ჩატში გადაინაცვლა, შემდეგ უკვე voice-ს საჭიროებაც საგრძნობი გახდა. საბედნიეროდ, სისადმინს იქვე მეორე კომპიუტერიც ედგა - სერვერი; მოინახა მესამეც - ხმის კარტის ამოსაძრობად. SIP მონაცემების გაცვლა (რადგან ICQ დაუნში იყო, ლინუქსში კი პეიჯერების არჩევანი - საკმაოდ მწირი) და VoIP-ების გამართვაც სწრაფად მოხერხდა და ხმოვანი კავშირიც დამყარდა. თან ორი თბილისური SIP ნომრით!

Alinux, არც მეტი, არც ნაკლები, იტალიელი ჰერცოგი აღმოჩნდა. თან ნამდვილი. წარმოშობით კი მეგრელი. ნამდვილი. ქართულ-მეგრულ-რუსულ-ინგლისურ-იტალიურენოვანი. მაგრამ ეს მერე აღმოჩნდა - ის ღამე უკანასკნელ ბაიტამდე ლინუქსს მოხმარდა. დილის 9 საათზე (GMT +04.00), როცა наушник-ებს ბოლი ასდიოდა, სისადმინი სერვერზე პირველი უზერების აქტიურობას აფიქსირებდა, Alinux-ს კი ლექციებზე წასვლამდე გამოსაძინებლად 1 სთ და 45 წთ რჩებოდა - ამ დროისათვის დაპერი (5.10 თავიდანვე უკუგდებული იქნა როგორც ნამდვილი ლინუქსისტის ღირსებისათვის inappropriate) უკვე დაყენებული და გამართული იყო.

ამდენი ხანი ამას არც დასჭირდებოდა, რომ არა Alinux-ის თავს დატეხილი კითხვების ზვავი, სისადმინის თავს კი - პასუხების ნიაღვარი. ეს კი უკვე ნამდვილად კანონზომიერი იყო, რამდენადაც არც ერთი იყო უბრალოდ ვინდუსისტი და არც მეორე - უბრალოდ იტალიელი სტუდენტი, ორივე... ნუ, ამაზე შემდეგ.

©copyright designed by maxo127

Сайт создан в системе uCoz