maxo127

ყურადღება! თუ თქვენ აღმოაჩინეთ შეცდომა საიტზე, მონიშნეთ და დააჭირეთ Ctrl+Enter. გმადლობთ თანამშრომლობისათვის!

consulting სათაო გვერდი

consulting სიახლეები

consulting ლინუქსი

consulting ლექსიკონები


consulting სტატიები

consulting გართობა

consulting კიდევ რა?

 

consulting ფოტოალბომები

consulting ფორუმი

consulting სტუმართა წიგნი

consulting ჩატი

consulting საიტის რუკა

consulting გასვლა

Счетчик посещений Counter.CO.KZ - бесплатный счетчик на любой вкус!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პარადოქსები

პასუხის სანახავად სამჯერ სწრაფად ჩხვლიტეთ სიტყვაზე პასუხი.

6

რომელი კვადრატია უფრო მუქი - A თუ B?

პასუხი: ერთნაირია. თუ არ გჯერათ, შეამოწმეთ ნებისმიერ გრაფიკულ რედაქტორში, რომელიც ფერის პარამეტრებს აჩვენებს; ან დაფარეთ სხვა უჯრები და ისე შეხედეთ, ან გააჩერეთ სურათზე კურსორი რამდენიმე წამით და გამოჩნდება "ეტალონური მართკუთხედი". საინტერესო ეფექტია, ამ მართკუთხედის შუა ნაწილს თითს თუ დააფარებთ, ისე, რომ მარტო ზედა და ქვედა ნაწილები ჩანდეს.

5 დაბადების დღის წინ ქმარი ეუბნება ცოლს:

- მე შენთვის სიურპრიზი მაქვს. დაბადების დღეზე მოულოდნელი საჩუქარი უნდა გაჩუქო - სწორედ ის ყელსაბამი, რომელიც მაშინ ნახე იუველირთან და მოგეწონა.

ქალი საგონებელში ჩავარდა; ერთის მხრივ, მისი ქმარი სიტყვას ყოველთვის ასრულებს, და ამჯერადაც შეასრულებს - აჩუქებს მას ყელსაბამს. მეორის მხრივ - საჩუქარი მოულოდნელი უნდა იყოს, ანუ ეს არ იქნება ის ყელსაბამი - ამ შემთხვევაში ქმარი სიტყვას გატეხს (მოულოდნელობის თვალსაზრისით), რაც მას არ სჩვევია. ისე გამოდის, რომ ყელსაბამს აჩუქებს თუ მტვერსასრუტს, ქმარი ნებისმიერ შემთხვევაში ვერ ასრულებს თავის სიტყვას.

რა იქნება საჩუქარი თქვენი აზრით?

პასუხი: რა თქმა უნდა ის ყელსაბამი! საქმეც იმაშია, რომ ქმრის სიტყვებიდან ცოლი ვერ იქნებოდა ამაში (და ვერც ვერაფერში) დარწმუნებული და საჩუქარიც მოულოდნელი იქნება.

4 სიკვდილმისჯილს მისცეს ერთი ფრაზის თქმის უფლება მოკვდინების მეთოდის შესარჩევად: თუ ის სწორს იტყოდა, ჩამოახრჩობდნენ, ხოლო თუ სიცრუეს - წყალში დაახრჩობდნენ. შედეგად სიკვდილმისჯილმა ისეთი რამე თქვა, რომ ის გაათავისუფლეს. რა თქვა ასეთი?

პასუხი: მან თქვა: "მე წყალში დამახრჩობენ".

3 სიმართლეს ამბობს თუ არა კაცი, რომელიც ამბობს: "მე ვცრუობ"?

პასუხი: ეს კაცი არაფერსაც არ ამბობს. მისი ნათქვამი, როგორც ამბობენ, უსაფუძვლოა, არ შეიცავს ინფორმაციას და შესაბამისად არ შეიძლება ჭეშმარიტი ან მცდარი იყოს.

2 იურიდიული პარადოქსი:

ამბობენ, რომ ბერძენი სოფისტი და სამართალმცოდნე პროტაგორასი მოსწავლეს შეუთანხმდა ერთი პირობით - მას სწავლების ფული უნდა გადაეხადა მასწავლებლისათვის, როცა პირველ პროცესს მოიგებდა. მოსწავლემ დაამთავრა სწავლა, მაგრამ პრაქტიკას აღარ მოჰკიდა ხელი და შესაბამისად პროცესებიც არ ჰქონია. პროტაგორასმა მას სასამართლოში უჩივლა.

- თუ მე ეს პროცესი მოვიგე - განაცხადა მოსწავლემ - სასამართლოს გადაწყვეტილებით მართალი ვიქნები და ფულის გადახდა აღარ დამეკისრება, ხოლო თუ წავაგე - პროტაგორასთან შეთანხმების თანახმად სწავლების საფასური გადასახდელი არ მექნება. ასე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მე ფულის გადახდა არ მომიწევს.

პროტაგორასის პოზიცია კი ასეთი იყო:

- თუ ჩემმა მოსწავლემ წააგო ეს პროცესი, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მან ფული უნდა გადამიხადოს, ხოლო თუ მოიგო - სწავლების საფასური უნდა გადამიხადოს ჩვენი შეთანხმების საფუძველზე. ნებისმიერ შემთხვევაში მან ფული უნდა გადამიხადოს.

რომელია სწორი?

პასუხი: სწორ პასუხს ამაზე ალბათ ვერავინ იტყვის. საკმაოდ გონებამახვილური გამოსავალი იპოვა ერთმა იურისტმა: სასამართლომ უნდა გაამართლოს მოსწავლე, და შემდეგ პროტაგორასმა ხელახლა უჩივლოს.

1 ჟურდენის პარადოქსი:

გვაქვს ბარათი, რომლის ერთ მხარეზე წერია:

- ბარათის მეორე მხარეზე წერია სიმართლე.

მეორე მხარეზე კი წერია:

- ბარათის პირველ მხარეზე წერია სიცრუე.

რომელია სწორი?

პასუხი: არცერთი

©copyright designed by maxo127

Сайт создан в системе uCoz