maxo127

ყურადღება! თუ თქვენ აღმოაჩინეთ შეცდომა საიტზე, მონიშნეთ და დააჭირეთ Ctrl+Enter. გმადლობთ თანამშრომლობისათვის!

consulting სათაო გვერდი

consulting სიახლეები

consulting ლინუქსი

consulting ლექსიკონები


consulting სტატიები

consulting გართობა

consulting კიდევ რა?

 

consulting ფოტოალბომები

consulting ფორუმი

consulting სტუმართა წიგნი

consulting ჩატი

consulting საიტის რუკა

consulting გასვლა

Счетчик посещений Counter.CO.KZ - бесплатный счетчик на любой вкус!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იუდას სახარება

THE GOSPEL OF JUDAS
კოპტურიდან თარგმანი:
Rodolphe Kasser, Marvin Meyer, and Gregor Wurst,
in collaboration with Francois Gaudard

XX საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში ეგვიპტის ქალაქ ელ-მინიას მახლობლად უცნობმა პირმა იპოვა 62 ფურცლისგან შემდგარი პაპირუსი. პაპირუსი იმდენად ძველი იყო (ჩვ. წ-აღ. III-IV სს), რომ ჩვენს დრომდე მისი მოღწევა და ზედ რაიმეს წაკითხვა რომ შეიძლებოდა - უკვე პატარა სასწაული იყო. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს იმიტომ მოხდა, რომ იმ ადგილზე, სადაც პაპირუსი ინახებოდა, საკმარისი ტენიანობა იყო, თორემ ძველი ხელნაწერი მტვრად იქნებოდა ქცეული.

წიგნმა შვეიცარიაში ამოჰყო თავი, შემდეგ საიდანღაც აშშ-ში მოხვდა და 20 წელი იქ გაატარა. სახელოვანი თუ უსახელო კოლექციონერების ხელიდან ხელში პაპირუსის მოგზაურობა 2001 წელს ისევ შვეიცარიაში, უძველესი ხელოვნების გადარჩენის ფონდ "მაკენასში" დასრულდა (შესყიდულ იქნა ფასში, რომელიც არ გაუხმაურებიათ), რომლის დაფინანსებითაც სხვადასხვა ქვეყნის კოპტოლოგები, პაპიროლოგები, რესტავრატორები მკაცრად გასაიდუმლოებულ სახელოსნოში შეუდგნენ უძველესი წიგნის ფურცლების წმენდას, ფოტოგრაფირებას, თარგმნას...

სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ყოფილი ჟენეველი პროფესორი, ამჟამად მღვდელი რუდოლფ კასერი, ცნობილი კოპტოლოგი. ხუთი წლის დაუღალავი შრომის შედეგად, 2006 წლის აღდგომისათვის, როგორც იქნა გამოქვეყნდა პაპირუსის პირველი თარგმანი.

როგორც ამბობენ, "იუდას სახარების" ნამდვილობა დადასტურებულია ხუთი სხვადასხვა საიმედო მეთოდის გამოყენებით.

მაკენასის დირექტორს. მარიო ჟან რობერტის, მიაჩნია, რომ ამ ტექსტის ასლები ვატიკანის სარდაფებშიც მოიძებნება, მაგრამ ეკლესია ამაზე დუმს.

პაპირუსი, როგორც სჩანს, წარმოადგენს ბერძნულიდან თარგმანს საკლას ენაზე - ეგვიპტელი ქრისტიანების - კოპტების ენაზე. კოპტებს ეკრძალებოდათ განადგურება ტექსტისა, რომელშიც სიტყვა "ღმერთი" იყო ნახსენები რაიმე კონტექსტით. ალბათ ამანაც გადაარჩინა ეს წიგნი თავის დროს განადგურებას.

საკუთრივ "იუდას სახარება" ამ მანუსკრიპტის მხოლოდ ერთი ნაწილია. პაპირუსის "ნამდვილი სახელია" ჩაკოსის კოდექსი და შედგება შემდეგი ტექსტებისაგან:

1. გნოსტიკური კოდექსი, დაწერილი კოპტური ენის საიდურ დიალექტზე. მასში შედის:

· იუდას სახარება;

· იაკობის პირველი აპოკალიფსი;

· პეტრე მოციქულის წერილი ფილიპე მოციქულს;

· "სხვარჯულისანთა წიგნი"...

2. "გამოსვლა" ბერძნულად.

3. პავლეს წერილები საიდურ დიალექტზე.

4. "მათემატიკური ტრაქტატი" ბერძნულად.

ფონდი აცხადებს, რომ კვლევის და აღდგენის დამთავრების შემდეგ პაპირუსს უსასყიდლოდ გადასცემს კაიროს კოპტურ მუზეუმს, სადაც ის ხელმისაწვდომი იქნება ყველა მკვლევარისათვის. ჯერჯერობით ფურცლები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

თარგმანი შესრულებულია ინგლისური ტექსტის მიხედვით.

ცნობები ამ საინტერესო დოკუმენტზე, რომელიც აქამდე დაკარგულად ითვლებოდა, მოიპოვება ირინეი ლიონელის (დაახლ. 130-200 წწ) შრომებში, სადაც ის ლაპარაკობს "კაენიტების საშინელ სექტაზე", რომლებიც ამ სახარებით ხელმძღვანელობდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ კაენი - უმაღლესი ძალის წარმომადგენელია, აღიარებდნენ ისავს, ქორეის მოდგმასა და სოდომიტებს თავის თანასწორად. ირინეი ლიონელი წერს: "შემოქმედი ებრძოდა მათ, მაგრამ ვერაფერი დააკლო, რადგან სოფიამ შეძლო გადაერჩინა და დაებრუნებინა ყველაფერი, რაც მას ეკუთვნოდა. იუდა-მოღალატეს ეს მშვენივრად ესმოდა, მან მოციქულთაგან ერთადერთმა გაიგო ჭეშმარიტება და ჩაიდინა გამცემლობა, რითაც, მათი სიტყვებით, ყოველი მიწიერი განიყო ზეციერისაგან. მათ შექმნეს ცრუ წიგნი - იუდას სახარება".

ჩაკოსის კოდექსის ბევრი ტექსტი ემთხვევა 1946 წელს კაიროს მუზეუმის მიერ ანტიკვარისაგან ნაყიდ მანუსკრიპტში შემავალ ტექსტებს, რომელთა კვალმა მუზეუმის თანამშრომლები ნილოსის ნაპირზე მდებარე უძველეს ქალაქ ჰენობოსკიონის ნეკროპოლებთან მიიყვანა. ქალაქს ეხლა ნაგ-ჰამადა ჰქვია და ეს მანუსკრიპტები "ნაგ-ჰამადას ხელნაწერების" სახელითაა ცნობილი. თეოლოგიური უთანხმებები ამ ორ ხელნაწერს შორის არაუმეტესია, ვიდრე ახალი აღთქმის სხვადასხვა ტექსტებს შორის (თუ არ განვიხილავთ ე. წ. რედაქციულ თეორიას, რომლის თანახმადაც ახალი აღთქმის ტექსტების უმეტესობა მიღებულ იქნა უფრო ადრინდელი, თავისი წარმოშობით გნოსტიკური ტექსტების რედაქტირების შედეგად).

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, "იუდას სახარება" არ არის "სახარება იუდას მიერ", არამედ "სახარება იუდას შესახებ", რადგან თუ ავტორად ნაგულისხმევი იქნებოდა თვით იუდა, მისი სათაური უნდა ყოფილიყო euaggelion kata ioudac, არადა არის euaggelion ioudac, ანუ გამოტოვებულია kata - "მიერ".

ჩაკოსის 62-ფურცლიან კოდექსში "იუდას სახარება" 33-დან 58-ე ფურცლამდეა. ფურცლის ნომრები ტექსტშივეა ჩართული ფრჩხილებში (მაგ: (37)). კვადრატულ ფრჩხილებში მოთავსებულია ის, რისი ამოკითხვაც ვერ მოხერხდა, ან ამოიკითხეს, მაგრამ საეჭვოა.

ახლა კი, აი რას წავაწყდი ინტერნეტში ხეტიალის დროს:

Приведем некоторые отрывки из “Евангелия от Иуды” (русский перевод с английского).

… Мы знаем, откуда мы пришли, и потому знаем, куда мы уйдем, и знаем, что нам делать со своими жизнями”. И они шли и достигли вершины горы под названием Тамбор (=Фавор). И пали ниц, молились и говорили: “О Господь, сущий в вышине среди великих Эонов, не имеющий ни начала, ни конца! Дай нам знание духовное. Яви нам Свою тайну, дабы получили мы знание: откуда мы происходим и куда мы идем, и что нам делать с жизнями своими”. После этих слов Аллогена, он явил себя…

… И когда я рек это, узри, облако света окружило меня. Я ничего не мог поделать, я был заключен в свет, окружающий и освещающий облако. И я услышал слово, исходящее от облака и света. И свет пал на меня и рек: О Аллоген! Твои мольбы услышаны, и меня посылают к тебе в эту местность, чтобы нести Благие Вести. Но ты еще не нашел избавления от тюрьмы сей…

… уничтожен из-за обширного рода = Аллоген = Исус возвысился. Он сказал: “В начале… и от ангелов шел род сей в эонах”. Они сказали: подними глаза свои к облакам и к свету, окружающему их, и к красоте, окружающей его, и к звездам, которые суть до-зеркальный образ. Он наша звезда.

არცერთი ეს ფრაზა არ არის ჩემს თარგმანში (და რა თქმა უნდა არც ინგლისურ ტექსტში). ინტერნეტში ვიპოვე რუსული თარგმანებიც, მაგრამ ეს ფრაზები არც იქ არ არის.

"იუდას სახარება" ქართულად

"იუდას სახარება" ინგლისურად

"იუდას სახარება" რუსულად

"იუდას სახარება" კოპტურად

"იუდას სახარება" მეგრულად

"იუდას სახარება" - ფოტოგალერეა

©copyright designed by maxo127

Сайт создан в системе uCoz