|
|
თავსატეხები
და გასართობი ამოცანები
პასუხის სანახავად სამჯერ
სწრაფად ჩხვლიტეთ სიტყვაზე პასუხი.
|
|
|
|
20 |
ანეკდოტად
ყვებოდნენ, თუ როგორ მონაწილეობდა "ბლანდინკა" ვიქტორინაში, და ვერ პასუხობდა
ელემენტარულ კითხვებს:
-
რამდენ
წელს გრძელდებოდა ასწლიანი ომი?
-
116
-
99
-
100
-
150
"ბლანდინკა"-მ გამოტოვა კითხვა.
-
რომელ
ქვეყანაში გამოიგონეს პანამა (ქუდი)?
-
ბრაზილიაში
-
პანამაში
-
ჩილიში
-
ეკვადორში
"ბლანდინკა"
ითხოვს დარბაზის დახმარებას.
-
რომელ
თვეში აღნიშნავდნენ სსრკ-ში ოქტომბრის რევოლუციას?
-
იანვარში
-
სექტემბერში
-
ოქტომბერში
-
ნოემბერში
"ბლანდინკა"
თხოვს უნივერსიტეტის ლექტორთა დახმარებას.
-
რა ერქვა
მეფე გეორგ VI-ს?
-
ალბერტი
-
გეორგი
-
მანუელი
-
ფრიდრიხი
"ბლანდინკა"
ითხოვს სამკითხაო კარტს.
-
რომელი
ცხოველის სახელი ჰქვია კანარის კუნძულებს?
-
იადონის
(კანარის ჩიტის)
-
კენგურუს
-
სელაპის
-
თუთიყუშის
"ბლანდინკა"
გადის თამაშიდან.
შეეცადეთ
გასცეთ პასუხი ამ კითხვებს და წინასწარ ნუ იხითხითებთ
:)
პასუხი
1: ასწლიანი
ომი გრძელდებოდა 116 წელს (1337-1453).
პასუხი 2: "პანამა"
გამოიგონეს ეკვადორში.
პასუხი 3: ოქტომბრის
რევოლუციას აღნიშნავდნენ ნოემბერში.
პასუხი 4: გეორგ VI-ს
ერქვა ალბერტი. სახელი გამოიცვალა 1936 წელს.
პასუხი 5: კუნძულების
ლათინური სახელწოდებაა Insukaria Canaria
(სელაპთა კუნძული). |
|
19 |
რამდენი ძაღლი მისდევდა ბიჭუნას, თუ ცნობილია, რომ მათი თათების
რაოდენობა კუდების რაოდენობის ტოლი იყო? (ი.
სუხინი)
პასუხი:
არცერთი :) |
|
18 |
დაძაბული საფეხბურთო მატჩი ფრედ მთავრდებოდა, მაგრამ ბოლო
წუთებზე ერთმა ფეხბურთელმა გაიტანა გადამწყვეტი გოლი, რამაც სულაც არ გამოიწვია
მისი თანაგუნდელების აღფრთოვანება. რატომ? (ი.
სუხინი)
პასუხი:
საკუთარ კარში გაიტანა. |
|
17 |
ჩვეულებრივი მოკვდავი მას ხშირად ხედავს, მეფე
- იშვიათად, ღმერთი კი - არასოდეს. ვის?
პასუხი:
თანასწორს. |
|
16 |
მას ის ყიდულობს, ვისაც არ სჭირდება, ვისაც სჭირდება იმისთვის
კი სულ ერთია. რა არის? მგრძნობიარე ნატურებმა
პასუხი არ ნახონ!
პასუხი:
კუბო |
|
15 |
გვაქვს ფანქარი, საშლელი, სახაზავი და ფარგალი. რა არის კიდევ
საჭირო იმისათვის, რომ ფურცელზე წრეწირი დავხაზოთ?
პასუხი:
ფურცელი :) |
|
14 |
- რა საშინელებაა - ეუბნება გოგონა დაქალს - გუშინწინ 18 წლის
ვიყავი, წელს კი 20 შემისრულდება. რა რიცხვი იყო იმ
დღეს?
პასუხი:
1 იანვარი. |
|
13 |
ერთი ძმა ეუბნება მეორეს: - მომეცი
ერთი ცხვარი და მე შენზე ორჯერ მეტი ცხვარი მეყოლება.
- ვითომ რატომ? ჯობს შენ მომეცი ერთი ცხვარი და თანაბრად
გვეყოლება.
რამდენი ცხვარი ჰყავდათ ძმებს?
პასუხი:
5 და 7 |
|
12 |
სახლს ოთხივე კედელში თითო ფანჯარა აქვს. ყველა
ფანჯარა სამხრეთით იყურება. ერთ ფანჯარასთან დათვი დასუნსულებს.
რა ფერისაა დათვი?
პასუხი: თეთრი.
ჩრდილოეთ პოლუსზე სხვა დათვს რა უნდა! |
|
11 |
ორ ბავშვს ნაყინის ყიდვა უნდოდა, მაგრამ ერთს 30 თეთრი
აკლდებოდა, მეორეს კი - 1 თეთრი. მაშინ მათ გადაწყვიტეს საერთო ძალებით ეყიდათ
1 ნაყინი და გაეყოთ, მაგრამ როცა შეაგროვეს ფული, აღმოჩნდა, რომ მაინც არ
ჰყოფნიდა ერთ ნაყინს. რა ღირდა ნაყინი?
პასუხი: 30
თეთრი.
|
|
10 |
ახლა კი - ისე გასართობი (სურვილის შემთხვევაში ამოცანადაც
გამოდგება :)))
- აიღეთ თქვენი ტელეფონის 6-ნიშნა ნომერი
- მოიმარჯვეთ კალკულატორი (სურვილის შემთხვევაში ზეპირადაც
შეიძლება :)))
- აიღეთ ნომრის პირველი 3 ციფრი
- გაამრავლეთ 80-ზე
- მიუმატეთ 1
- გაამრავლეთ 250-ზე
- მიუმატეთ თქვენი ნომრის დანარჩენი 3 ციფრი
- მიუმატეთ იგივე
3 ციფრი კიდევ ერთხელ
- გამოაკელით 250
- გაყავით 2-ზე
მიღებული რიცხვი თქვენს სატელეფონო ინდექსთან ერთად
გამომიგზავნეთ ელფოსტით და მე გადმოგირეკავთ :)
ჰო, მართლა:
- დაფიქრდით რა მოხდა :D
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ აქ რაღაც
მამაძაღლობაა, ნუ შეშინდებით - გამოტოვეთ 5 და 9 პუნქტები და ისე გააკეთეთ.
|
|
9 |
რა სიჩქარით უნდა გარბოდეს კატა, რომ არ ესმოდეს მის კუდზე
გამობმული კონსერვის ქილის ჟღარუნი?
პასუხი: თქვენ
ფიქრობთ, რომ ზებგერითი სიჩქარით? ამაზე ამბობენ, რომ ბევრი ფიზიკის ცოდნა
საზიანოცაა. და ძალიანაც სცდებიან! საზიანოა არა ბევრის, არამედ არასრული
ცოდნა: ზებგერითი სიჩქარით სირბილი კატას არ უშველის - ის მაინც გაიგებს ხმას,
რომელიც თოკისა და მისივე სხეულის გავლით მიაღწევს მის ყურებამდე. სწორი
პასუხია: კატა უნდა გარბოდეს 0-ს ტოლი სიჩქარით, ანუ გაჩერებული უნდა იყოს :). |
|
8 |
გვაქვს ორი ჭურჭელი - ერთში 10 ლ წყალია, მეორეში - 10 ლ
სპირტი. გადაასხეს 300 გრ წყალი სპირტში, კარგად აურიეს და ისევ უკან
გადმოასხეს, ისევ 300 გრ ნარევი. ახლა პირველ ჭურჭელში მეტი სპირტია თუ მეორე
ჭურჭელში - წყალი (იგულისხმება, რომ სპირტი 100%-იანი იყო)?
პასუხი: ამოხსნა
შეიძლება ელემენტარული გამოთვლებითაც - ეს მათემატიკოსის მიდგომაა, მაგრამ ჩვენ
ხომ ნამდვილი ფიზიკოსები ვართ! ამიტომ ვიმსჯელოთ ასე - რადგან ორივეში ისევ 10
ლ სითხეა, პირველში წყლის დანაკლისი იმდენივე სპირტმა შეავსო, ეს დანაკლისი კი
მეორეში მოხვდა - იმდენივე სპირტის ნაცვლად. ანუ რამდენი სპირტიცაა ერთში,
იმდენივე წყალია მეორეში. |
|
7 |
მიწაშია, მწვანეა და კენჭებს ყლაპავს. რა არის?
პასუხი: მიწის
მწვანე კენჭიყლაპია :) |
|
6 |
გვაქვს 10 ტომარა, სავსე მონეტებით, და სასწორი. ერთ ტომარაში
ყალბი მონეტებია და თითო 1 გრამით ნაკლებს იწონის, ნამდვილი მონეტა კი
10-გრამიანია. შეიძლება ნებისმიერი რაოდენობის ტომრიდან ნებისმიერი რაოდენობის
მონეტების ამოღება და აწონვა. საჭიროა ერთი აწონვით გავიგოთ, რომელ
ტომარაშია ყალბი მონეტები.
პასუხი: უცნაურია, მაგრამ ამ
ამოცანას მართლა აქვს პასუხი :) - ავიღოთ პირველი ტომრიდან 1 მონეტა, მეორიდან
- 2 და ა. შ. სულ გვექნება 55 მონეტა. უნდა იყოს 550 გ. ავწონოთ. დანარჩენი
გასაგებია (იმედია:) |
|
5 |
რამდენი დაბადების დღე აქვს საშუალოსტატისტიკურ ადამიანს?
პასუხი: საშუალოსტატისტიკური იქნება თუ არა, ნებისმიერ
ადამიანს ერთი დაბადების დღე აქვს :) |
|
4 |
პატარა, რბილი და სწორი X -
რა არის?
პასუხი: Microsoft DirectX :) |
|
3 |
შეიძლება ეს სიმართლე იყოს? თუ გეომეტრიის
კანონები დგება თავდაყირა? არადა, თქვენ
შეგიძლიათ დაბეჭდოთ ან გადახაზოთ ეს სურათი, დაჭრათ და ნახოთ - ეს ორი
სამკუთხედი მართლაც ერთიდაიმავე ნაწილებისგანაა აწყობილი.
პასუხი: წითელი და მწვანე სამკუთხედები არ არის
კონგრუენტული - დააკვირდით, გვერდების ფარდობები სხვადასხვაა - 5, ანუ მათი
ჰიპოტენუზები ერთმანეთს არ აგრძელებს. სხვანაირად რომ ვთქვათ, "ერთიანი"
სამკუთხედი სინამდვილეში ოთხკუთხედია :) |
|
2 |
100 მ სიმაღლის შვეულ კლდეზე, რომელზეც მხოლოდ თოკით შეიძლება
ჩასვლა, დგას ალპინისტი, რომელსაც აქვს 75 მ სიგრძის თოკი და დანა. კლდის
შუაში, 50 მ სიმაღლეზე არის ხე, რომელზეც შეიძლება გაჩერება. როგორ უნდა
დაეშვას ალპინისტი?
პასუხი: მან უნდა გაჭრას
თოკი 50 და 25 მეტრიან ნაწილებად, 25-იანი დაამაგროს კლდეზე, მეორე ბოლოს
გაუკეთოს მარყუჟი, გაუყაროს 50-იანი ნაწილი შუამდე. ჯამში გამოვა 50 მეტრიანი
თოკი. დაეშვება ხემდე და იქ გამოაძრობს იმ ორად გაკეცილ თოკს. |
|
1 |
კატანახევარი საათნახევარში თაგვნახევარს ჭამს. რამდენ თაგვს
ჭამს ერთი კატა ერთ საათში?
პასუხი: 2/3-ს |
|
|