მცირე განმარტება: ტერმინების ლექსიკონი - ეს არ არის
ლექსიკონი კლასიკური გაგებით. ის შეკრებილია თარგმნის პროცესში შეგროვილი
მონაცემებისაგან და მთარგმნელებს უფრო წაადგებათ რაც იციან იმის გახსენებაში,
ვიდრე უცნობი სიტყვის მნიშვნელობის გაგებაში. მოკლედ, რაღაც სინონიმების
ცნობარივით გამოვიდა.
ილუსტრაციისათვის: ვერც წარმოვიდგენდი, თუ,
ვთქვათ,
Entry-ს ან Face-ს ამდენი შესატყვისი
ექნებოდა, თუმცა ცალ-ცალკე ალბათ ყველა ვიცოდი :)
Entry - ჩანაწერი,
შეტანილი (სიდიდეები), შეტანა, შესავალი, შესასვლელი, ახსნა, ჩაწერა, მიწოდება,
სტატია, (ცხრილის) შევსებული სვეტები, ელემენტი, კომპონენტი, შემადგენელი,
აღწერა (ბიბლ), შიგთავსი, პუნქტი
ყველანაირი შესწორებები,
დამატებები და შენიშვნები, რაც ამ ლექსიკონებს შეეხება, შეგიძლიათ იქვე
Google-ს საიტზე დაპოსტოთ და აუცილებლად გავითვალიწინებ. ან სტუმართა
წიგნში.
|