maxo127

ყურადღება! თუ თქვენ აღმოაჩინეთ შეცდომა საიტზე, მონიშნეთ და დააჭირეთ Ctrl+Enter. გმადლობთ თანამშრომლობისათვის!

consulting სათაო გვერდი

consulting სიახლეები

consulting ლინუქსი

consulting ლექსიკონები


consulting სტატიები

consulting გართობა

consulting კიდევ რა?

 

consulting ფოტოალბომები

consulting ფორუმი

consulting სტუმართა წიგნი

consulting ჩატი

consulting საიტის რუკა

consulting გასვლა

Счетчик посещений Counter.CO.KZ - бесплатный счетчик на любой вкус!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ï

ð

ლინუქსი - one way ticket. Part II

შემდეგ კი.

შემდეგ დაიწყო Linux week-days.

მამაკაცური ბუნების, მძლავრი მაგრამ ზანტი, შორსმჭვრეტელი მაგრამ არათანმიმდევრული, многообещаюший მაგრამ არასაიმედო, უნივერსალური მაგრამ ყველაზე კრიტიკულ მომენტში მოღალატე ვინდუსას მერე ქალივით ანჩხლ, მაგრამ გაცილებით ერთგულ, непредсказуемый მაგრამ დამყოლ ლინუქსს, სულ რომ კოჭები უნდა უგორო, მაგრამ ყოველთვის იპოვი საჭირო კოჭს, ყველაფერს შენთვის რომ აკეთებს, მაგრამ როგორც თვითონ უნდა ისე, ბოლოს რომ ყოველთვის მიახვედრებ რა გინდა, მაგრამ საბოლოო სიტყვას რომ თავისთვის დაიტოვებს - სისადმინი ხან აღტაცებაში მოჰყავდა, ხან კი ლინუქსსაც და заодно ვინდუსასაც ლოცვა-კურთხევას არ აკლებდა.

ამასობაში კი თანდათან მოდიოდა იმის რწმენა, რომ ლინუქსიც ოპერაციული სისტემაა. უკვე მთელი ოფისის ლინუქსზე გადაყვანის შესაძლებლობა маячил ჰორიზონტზე, სადაც კიდევ ერთი საინტერესო პერსონა გამოჩნდა - NorveyFun, რომელიც ამ შესაძლებლობას აუცილებლობადაც კი განიხილავდა.

Alinux-ის Eye of Providence ყველაფერს ხედავდა და საჭირო დროს ყოველთვის საჭირო ადგილზე იყო, თუმცა თვითონაც ათას ბორბალზე იყო გაბმული. ერთ-ერთი ბორბალი ლინუქსის გაქართულება აღმოჩნდა. თურმე რამდენი ხანია რამდენიმე ჯგუფი წყნარად, ლინუქსურად, აურზაურის გარეშე მიუყვება ამ საქმეს და რამდენი რამეც გაკეთებულა. ზოგი ენთუზიაზმზე, ზოგისთვის ეს სამსახურია, ასეა თუ ისე რაღაც კარგი კეთდება. ჩვენს დროში კი ეს იშვიათობაა.

სისადმინს ძილი ისედაც დავიწყებული ჰქონდა და მაღაზიაშიც ასე ლაპარაკობდა: "sudo apt-get ერთი პური". ლინუქსს რაც უკავშირდებოდა, მისთვის ყველაფერი საინტერესო იყო და გრაფიკის მიწევ-მოწევა და თავისუფალი დროის გამონახვაც შეიძლებოდა. მითუმეტეს გაქართულებისთვის. რადგანაც სისადმინს წყალში ფეხის ჩაყოფას ყოველთვის თავით გადაშვება ერჩივნა, ახლაც ასე მოიქცა.

Alinux გნომის თარგმნის კოორდინატორიც აღმოჩნდა, გნომი კი - უკვე ნაცნობი უბუნტუს "მარჯვენა დესკტოპი". მის გარდა ითარგმნებოდა უამრავი პროგრამა, პაკეტი და უტილიტა. რადგანაც მათი სახელები სისადმინს არაფერს ეუბნებოდა და ღვეზელის ჭამის დაწყება ნებისმიერი მხრიდან შეიძლებოდა, ორკაციანმა დიდმა საბჭომ გადაწყვიტა Alinux-ს გადაეწყვიტა გადასაწყვეტი. მისინჯვ-მოსინჯვის, რაღაც საიტებზე რეგისტრაციის და გარკვეულ გაურკვევლობებში გარკვევის შემდეგ პირველი ნაბიჯები www.gia.ge-ზე გადაიდგა, სადაც ონლაინ-თარგმანი მუშაობდა - დორმიდონი - პროექტის მონაწილის თუთიყუშის პატივსაცემად რომ ერქვა.

თუთიყუში სერვერის ჭირვეულობის გამო იმდენად ნელი აღმოჩნდა, რომ დიდი საბჭოს წევრებმა ბაიყუშა შეარქვეს, მაგრამ შემდეგ გამოსწორდა და სახელიც შეეცვალა - ბაიყურშა - უკვე ყურშას პატივსაცემად. მაგრამ ეს მერე იყო.

მანამდე კი იყო გნომის თარგმნის ჯგუფის უდარდელი ბავშვობა, როგორც ყოველთვის - ზარმაცობაში შეტყაპუნებული დღეები და ლოკალური სელფ-დიდლაინების წინ გათენებული ღამეები, გუგლის ჯგუფში ინტეგრირების წარუმატებელი მცდელობა, ბაიყუშა, როზეტა, პუტლი, რაღაც უცნაური სერვერები, რომლებშიც სისადმინი ბოლომდე ვერც გაერკვა და არც იყო აუცილებელი.

მთავარი იყო თარგმნა, და რაც უფრო სასწრაფო იყო, იმას თარგმნიდნენ. სისადმინს დამხმარეებიც გამოუჩნდნენ - ია და ნინიკო ისეთივე ღამურები იყვნენ, გიორგაც ახლომახლო დრეიფობდა, თამუნამაც კი ჩაყო თავისი პირსინგიანი ცხვირი ამ საქმეში, ყურშა ხომ მუდამ მზად იყო ნებისმიერი სახით მიეღო მონაწილეობა, მაგრამ მის პოტენციალს უფრო დიდი საქმეებისთვის ინახავდნენ.

იტალიაშიც არ თვლემდნენ - გნომის დიდი ჯგუფი ჩამოყალიბდა (თუმცა ეს საიტი Alinux-ის უფრო გვიანდელი შემოქმედებაა), რომლის წევრებიც მთელ ევროპა-აზიაში იყვნენ გაფანტულნი. თვითონ Alinux-იც ხან გერმანიიდან ამოყვინთავდა და ხან საიდან. მაგრამ საქმე არ ჩერდებოდა. შედეგებიც იყო - წითელი ხაზები ლურჯდებოდა და მწვანდებოდა, თარგმანები გროვდებოდა, ამასობაში 2006 წელი გამოზაფხულდა, ამას კი უბუნტუს ახალი ვერსია მოჰყვა, სადაც ქართული პაკეტებიც შევიდა. დიდი ზეიმი არა, მაგრამ რაღაც კარგი გრძნობა კი იყო.

პარალელურად სხვა პროცესებიც მიმდინარეობდა; Alinux თარგმანებს ტესტავდა, ფონტებს ამუშავებდა, სისადმინსაც არ ასვენებდა ეშმაკი და ერთიანი ტერმინოლოგიური ცნობარის შექმნის იდეა. ფორუმებზე და დაგზავნებში ნიადაგის მოსინჯვამ შედეგი არ გამოიღო (თუმცა მერე კი აღმოჩნდა, რომ არ უძებნია სათანადოდ). კოშკებზე ოცნებას ისევ საქმის მიხედვა ჯობდა, რომელიც მუდამ თავსაყრელად იყო - დარჩენილებზე რომ არაფერი ვთქვათ, 14 არ იყო მონელებული, რომ 16-ის დიდლაინები გამოჩნდა ჰორიზონტზე.

ზაფხულიც მოვიდა. ღამეები ისე დამოკლდა, რომ ერთ ღამეში ორჯერ ნაკლები ესწრებოდა. სამაგიეროდ დღეები დაგრძელდა. მაგრამ დღის საქმეები ვერ მიდიოდა კარგად; რაც მეტ ადგილს იკავებდა სისადმინის ცნობიერებაში ლინუქსი, მით ნაკლები შანსი რჩებოდა ოფისის გაინუქსების - სამსახურში ვერ მიდიოდა საქმეები კარგად, როგორც მატერიალურად, ისე მორალურ-ფსიქოლოგიურად. ქართველები მოხერხებული ხალხია - ისიც კი მოახერხეს, რომ ენერგომატარებლების დისტრიბუტორი კომპანია წამგებიანი აღმოჩნდა და ვალებში ჩავარდა.

უკონდიციონერო სასერვეროში გატარებული ზაფხულის ორი თვის შემდეგ ყურშასავით ენაგადმოგდებულმა სისადმინმა სამსახურიდან შვებულებაში წასვლა გადაწყვიტა, შვებულებაში კი - სამსახურიდან წასვლა. სამსახურში ამას სიხარულით შეხვდნენ. ყოველ შემთხვევაში ვინც შეხვდა იმათი ნაწილი მაინც :). და სისადმინი ისევ maxo127 გახდა. ლინუქსის გაქართულების ისტორიის მისეულ ფურცლებს ამ ეტაპზე მაინც კვლავ ბებრუხუნა P166-ზე ეწერა გაგრძელება.

©copyright designed by maxo127

Сайт создан в системе uCoz