maxo127

ყურადღება! თუ თქვენ აღმოაჩინეთ შეცდომა საიტზე, მონიშნეთ და დააჭირეთ Ctrl+Enter. გმადლობთ თანამშრომლობისათვის!

consulting სათაო გვერდი

consulting სიახლეები

consulting ლინუქსი

consulting ლექსიკონები


consulting სტატიები

consulting გართობა

consulting კიდევ რა?

 

consulting ფოტოალბომები

consulting ფორუმი

consulting სტუმართა წიგნი

consulting ჩატი

consulting საიტის რუკა

consulting გასვლა

Счетчик посещений Counter.CO.KZ - бесплатный счетчик на любой вкус!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

PHP–ს დაყენება

How To


PHP–ს დაყენებისას წყალქვეშა ქვები პრაქტიკულად არ შეგხვდებათ. გადმოვქაჩოთ საინსტალაციო ფაილი (ჩემს შემთხვევაში php-5.2.3-win32-installer.msi) და გავუშვათ. რამდენიმე რევერანსის შემდეგ მივადგებით ამ ფანჯარას, სადაც ავირჩევთ Apache–ს იმ ვარიანტს, რომელიც გვიყენია:

აქ ჩვენ უკვე გარკვეული უნდა ვიყოთ, როგორ გვინდა PHP–ს მიერთება – როგორც Apache–ს მოდულისა თუ როგორც cgi–აპლიკაციის.

PHP–ს ჩართვა Apache–ს მოდულად გარკვეულწილად აჩქარებს მთლიან საქმიანობას, რადგანაც PHP–მოდული იტვირთება ერთხელ, სერვერის გაშვებისას. "ნამდვილ PHP–ოსნებს" მიაჩნიათ, რომ სწორედ ეს ვარიანტი უნდა იქნას არჩეული.

სამაგიეროდ, cgi–აპლიკაციად დაყენებულ PHP–ს კონფიგურაციის ფაილს – php.ini–ს Apache კითხულობს ყოველი PHP–სცენარის შესრულებისას, ამიტომ PHP–ს კონფიგურაციის შეცვლისას Apache–ს გადატვირთვა საჭირო არ არის, რაც, თავის მხრივ, იძლევა დროში მოგებას, როცა PHP–ს კონფიგურაციის შეცვლა ხშირია.

ჩვენს დროში, როცა გიგაჰერციანი პროცესორები და გიგაბაიტებიანი (სისწრაფის გაგებით :))) ვინჩესტერები უკვე მობილურ ტელეფონებში აყენია, კიდევ საკითხავია, რომელი ფაქტორი იქნება გადამწყვეტი, და საერთოდ შესამჩნევი. ისე კი უნდა ითქვას, რომ php.ini–ს ყოველ შეცვლაზე Apache–ს გადატვირთვა მეც ნაკლებად მხიბლავს, უბრალოდ საქმე იმაშია, რამდენად ხშირად მოხდება ცვლილებები. გარდა ამისა, cgi–აპლიკაციად დაყენებულ PHP–ს შემთხვევაში სერვერი გაცილებით დაუცველია.

PHP–ს cgi–აპლიკაციად მიერთებისას ზოგიერთი სათაური შეწყვეტს მუშაობას; მაგალითად, PHP–ს საშუალებებით მომხმარებელთა ავტორიზაცია ვეღარ მოხერხდება, ეს უკვე მხოლოდ Apache–ს ძალებით იქნება შესაძლებელი .htaccess ფაილების საშუალებით.

მოკლედ, როგორ დააყენებთ PHP–ს – თქვენი გადასაწყვეტია და დამოკიდებულია თქვენი აპარატურისა და ამოცანების ნიუანსებზე.

შემდეგ ფანჯარაში მივუთითებთ კატალოგს, სადაც httpd.conf და რაღაც იდუმალი "..." ფაილებია განლაგებული (გაუგებარია, Wix–ის დამსახურებაა თუ ვისია ეს გაუგებრობა):

დავაყენოთ ყველა საჭირო (და არასაჭირო) ფუნქციები (რა გვენაღვლება), მაგრამ შეიძლება შეგექმნათ პრობლემები და თუ თქვენ ამ ეტაპზე მათთან ხანჯლაობისთვის არა ხართ განწყობილი, სჯობს მხოლოდ MySQL-ის ორი გაფართოება ჩავთოთ Extensions-ში (ფუნქციების დამატება შემდეგაც შეიძლება საინსტალაციო ფაილის ხელახლა გაშვებით Change რეჟიმში):


გადაწერეთ ფაილი php5ts.dll (კატალოგიდან, სადაც PHP აყენია) კატალოგში WINDOWS (თუ რამემ არ აურია, PHP–ს ინსტალაციისას უნდა ჩაწერილიყო. ყოველი შემთხვევისათვის შეამოწმეთ).

რატომღაც php5ts.dllს ჩაწერა ზოგჯერ საჭიროა კატალოგში WINDOWS, ზოგჯერ კი კატალოგში WINDOWS/SYSTEM32.


სულ ეს არის. PHP დაყენებულია. გადავიდეთ PHP–ს კონფიგურირებაზე.

©copyright designed by maxo127

Сайт создан в системе uCoz