maxo127

ყურადღება! თუ თქვენ აღმოაჩინეთ შეცდომა საიტზე, მონიშნეთ და დააჭირეთ Ctrl+Enter. გმადლობთ თანამშრომლობისათვის!

consulting სათაო გვერდი

consulting სიახლეები

consulting ლინუქსი

consulting ლექსიკონები


consulting სტატიები

consulting გართობა

consulting კიდევ რა?

 

consulting ფოტოალბომები

consulting ფორუმი

consulting სტუმართა წიგნი

consulting ჩატი

consulting საიტის რუკა

consulting გასვლა

Счетчик посещений Counter.CO.KZ - бесплатный счетчик на любой вкус!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

PHP–ს კონფიგურირება

How To


ფაილი php.ini

ფაილი მოთავსებულია იმ კატალოგში, სადაც PHP არის დაყენებული (აგ. C:\Program Files\PHP\)

მათ, ვისაც რუსული უფრო ეხერხება, შუძლიათ ნახონ ამ ფაილის რუსული თარგმანი.


ვიპოვოთ სტრიქონი error_reporting (არაკომენტარი, ანუ დასაწყისში ";"–ის გარეშე. ალბათ ასეთი იქნება: error_reporting = E_ALL) და შევცვალოთ ამით:

error_reporting = E_ALL & ~E_NOTICE

ამის შედეგად PHP-სკრიპტების მუშაობისას შეცდომები ნაჩვენები იქნება, ხოლო "უსაქმური" შენიშვნები – არა. ეს შენიშვნები მაინც არაფერს იძლევიან (და რაც მთავარია, არც რამე მოქმედებას მოითხოვენ).


შეამოწმეთ, რომ ჩართული იყოს დირექტივა display_errors, თუ არ არის, ჩართეთ::

display_errors = On

ზოგ დისტრიბუტივში ეს რატომღაც გამორთულია, და მაშინ შეცდომის შემთხვევაში ბრაუსერი არ აჩვენებს ცნობილ "error 404" ან რამე ეგეთს, არამედ სუფთა თეთრ ეკრანს, და მოგიწევთ მარჩიელობა.


ასევე შეამოწმეთ დირექტივა variables_order – უნდა იყოს ასე:

variables_order = "EGPCS"

ასოების მნიშვნელობები:
E - გარემოს ცვლადები (Enviroment)
G - GET-მეთოდით გადაცემადი ცვლადები
P - POST-მეთოდით გადაცემადი ცვლადები
C - ქუქები (Cookies)
S - სესიები
რომელიმე ასო რომ აკლდეს, შესაბამის ცვლადებს ვეღარ გამოიყენებთ.


შემდეგი დირექტივა – register_globals ცოტა საორჭოფო რამეა. მიაჩნიათ, რომ ის გამორთული უნდა იყოს, დამწყებებისთვის მაინც. ჩემი აზრით, სწორედ დამწყებებმა უნდა ჩართონ ის, რადგან სჯობს თავიდან წამოვკრათ რამეს ფეხი, ვიდრე მერე სულ მოვიტეხოთ. როცა ეს დირექტივა ჩართულია, სკრიპტის მიერ მიღებული ყველა მონაცემი ეგრევე განწესდება ცვლადად, და თუ სკრიპტი არ არის კარგად დაწერილი, ადვილად ტყდება – ავტორიზაციის სკრიპტის საშუალებით, მაგალითად, ნებისმიერი შეიძლება საიტის ადმინი გახდეს. ამგვარი ხერხით უამრავი საიტი იქნა გატეხილი და დამხობილი. მეორე მხრივ, როცა დირექტივა გამორთულია, ვეჩვევით მონაცემებთან მუშაობას სუპერგლობალური მასივებით ($_POST და ა. შ.), რაც, თავისთავად, კარგი სტილია. მოკლედ, გვინდა ჩავრთოთ ეს დირექტივა, გვინდა გამოვრთოთ, მხოლოდ გვახსოვდეს მისი არსებობა:

register_globals = On

:)


სუპერგლობალურ მასივებს რაც შეეხება – დირექტივა register_long_arrays იძლევა ძველი ("გრძელი") ფორმატის ცვლადების გამოყენების საშუალებას ($HTTP_GET_VARS და ა. შ.), თუ გვინდა:

register_long_arrays = On

თუ არადა სჯობს გამოვრთოთ და მათ ნაცვლადაც სუპერგლობალური მასივები გამოვიყენოთ.


შევამოწმოთ, არის თუ არა მითითებული PHP-ს ინდექს–ფაილი httpd.conf–ში.

დირექტივა DirectoryIndex ფაილების ჩამონათვალში უნდა შეიცავდეს index.php–ს. თუ არ არის, დაამატეთ. სად დაამატებთ – თავში თუ ბოლოში, არა აქვს მნიშვნელობა, მხოლოდ ფორმატი დაიცავით:

DirectoryIndex index.html index.html.var index.php


ახლა გადავტვირთოთ Apache, რომელიმე ვირტუალურ ჰოსტში (მაგ.: D:/Apache/SiteName/mysite/www) შევქმნათ ტექსტური ფაილი index.php ასეთი ტექსტით:

<?php
phpinfo();
?>

შეგახსენებთ, რომ აქედან კოპირებას სჯობს ხელით შეიყვანოთ ეს პატარა ტექსტი.

ჩავწეროთ ბრაუსერში მისამართი http://mysite. თუ ყველაფერი კარგადაა, გამოვა მთელი პოემა PHP–ს მიმდინარე კონფიგურაციის შესახებ. ეს იმ ფუნქცია phpinfo()–ს დამსახურება, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ "ჩვენი პირველი PHP საიტის" კოდში.

თუ არაფერიც არ გამოვიდა, სცადეთ ჩაწეროთ http://mysite/index.php – თავიდან ცოტა შეგულიანება სჭირდება :). მერე შეიძლება გასწორდეს კიდეც. თუ არადა ნახეთ ინდექს–ფაილების მითითებისას ხომ არა გაქვთ რაიმე შეცდომა.

ძალიან იშვიათად შეიძლება ასეთი შეცდომაც კი მიიღოთ:

Fatal error: Call to undefined function phpinfo() in D:\Apache\sitename\home\othersite\www\index.php on line 2

წესით ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ php5ts.dll (ან მისი შემცვლელი) დაზიანებულია ან მოძველებული და არ შეიცავს ფუნქციას phpinfo(). პრაქტიკაში კი, როგორც წინა გვერდზე აღვნიშნეთ, შველის php5ts.dll–ს ჩაწერა WINDOWS/SYSTEM32 კატალოგში.


როცა ყველა პრობლემა ჩაივლის და მივიღებთ ნანატრ იისფერ ცხრილს, ეს ნიშნავს, რომ Apache და PHP სწორადაა დაყენებული და კონფიგურირებული. უკვე შეგვიძლია გავიქაჩოთ MySQL–ის დაყენებაზე.


©copyright designed by maxo127

Сайт создан в системе uCoz