maxo127

ყურადღება! თუ თქვენ აღმოაჩინეთ შეცდომა საიტზე, მონიშნეთ და დააჭირეთ Ctrl+Enter. გმადლობთ თანამშრომლობისათვის!

consulting სათაო გვერდი

consulting სიახლეები

consulting ლინუქსი

consulting ლექსიკონები


consulting სტატიები

consulting გართობა

consulting კიდევ რა?

 

consulting ფოტოალბომები

consulting ფორუმი

consulting სტუმართა წიგნი

consulting ჩატი

consulting საიტის რუკა

consulting გასვლა

Счетчик посещений Counter.CO.KZ - бесплатный счетчик на любой вкус!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Apache–ს დაყენება

სერვისი არ გაიშვა!

How To


თუ მივიღეთ ასეთი შეტყობინება:

Installing the Apache2 service

The Apache2 service is successfully installed.

Testing httpd.conf....

Errors reported here must be corrected before the service can be started.

(OS 10048)Only one usage of each socket address (protocol/network address/port)

is normally permitted. : make_sock: could not bind to address 0.0.0.0:80

no listening sockets available, shutting down

Unable to open logs

Note the errors or messages above, and press the <ESC> key to exit. 11...

როგორც წესი, ეს ნიშნავს, რომ 80 პორტი დაკავებულია. ამ საქმეში ფრიად ყოჩაღობს IIS (Apache–ს მაიკროსოფტული ანალოგი; როგორც ყველა მისი პროდუქტი – მძლავრი, უნივერსალური, მაგრამ უთავბოლო და საშინლად მოუხერხებელი), რომელიც უნდა გათიშოთ. მაგრამ შეიძლება ვინმე სხვაც იყოს გარეული.

IIS–ს გათიშვა:

Start/control panel (classic view)/administrative tools/services (უფრო დაწვრილებით სერვისის გაჩერებაზე პ. 10):

ეს კონკრეტულად IIS–ს შემთხვევაში. ზოგადად გადაწყვეტის გზა სამია:

1. იპოვეთ პროცესი, რომელსაც უჭირავს პორტი 80 და მიახრჩვეთ. პროგრამა, რომელიც ამ პორტს ეპატრონება, არ შეიძლება სისტემისთვის კრიტიკული იყოს, ასე, რომ ვერაფერს გააფუჭებთ (თუ რა თქმა უნდა თქვენ თვითონ არ გჭირდებათ რამეში ეს პროგრამა).

2. პ.4-ში ეკრანის ქვედა ნაწილში აირჩიეთ პარამეტრი, რომელიც უთითებს 8080 პორტს.

3. მიუთითეთ Apache-ს სულ სხვა პორტი (ნებისმიერი 1024-65535 შუალედში, რომელიც არა გაქვთ სხვა რამით დაკავებული - 8000, 9000, 12345 და ა. შ.).

ამისათვის დაამთავრეთ ინსტალაცია. შემდეგ გახსენით Notepad-ით httpd.conf (ის იქნება იმ კატალოგში, სადაც აპაჩი აყენია, მაგ.: C:\Program Files\Apache Software Foundation\Apache2.2\conf\), მოძებნეთ მანდ ასეთი რამ:

Listen 80

ServerName your-server-name:80

და 80-ს ნაცვლად დაწერეთ სხვა ნომერი:

Listen 12762

ServerName your-server-name:12762

გადატვირთეთ სერვერი .

შემდეგში ჰოსტის სახელისთვის მოგიწევთ ხოლმე პორტის მიწერა:

http://localhost:12762/
http://your-server-name:12762/

(მიაქციეთ ყურადღება - ზედმეტი ჰარი (space, ცარიელი ადგილი, ინტერვალი) არსად გაგეპაროთ (ორწერტილის მერე ან სადმე)).

იმისათვის, რომ გაიგოთ, რომელი პორტი რა პროცესს უჭირავს, გამოიყენეთ Active Ports ან TCPView, ეს პროგრამუნიები ისედაც გამოგადგებათ:

http://nytimes.download.com/Active-Ports/3640-2085_4-10121832.html?sb=1&v=1

http://www.glasfaserinfo.de/load/dlgate.cgi?datei=tcpview.zip&saveto=TCPView%202.34

თუ ამ ყველაფერმა არ უშველა, ან სისტემაა სერიოზულად დაზიანებული, ან ზღუდე (Firewall) იღებს მეტისმეტს თავისთავზე. ამ შემთხვევაში შეიძლება ზღუდის საერთოდ გათიშვა, ან, თუ ის საერთოდ გამოდის დიალოგზე და გვეკითხება, მაგალითად გაუშვას თუ არა ეს სერვისი, უბრალოდ დავეთანხმოთ.

ზღუდემ ასევე შეიძლება გკითხოთ, დაიბლოკოს თუ არა პროგრამა; რადგანაც თქვენ ჯერ არ აპირებთ თქვენი კომპიუტერისაგან ვებსერვერის შექმნას დანარჩენი მსოფლიოსათვის, დატოვეთ ბლოკირებული.

ყოფილა შემთხვევა, როცა მეტისმეტად გულმოდგინე უზერები სისტემის დაცვისათვის რაღაც პროგრამებს აყენებდნენ, რომლებიც კრძალავდნენ რეესტრში ჩაწერას, ბლოკავდნენ სერვისებს და ა. შ. შედეგად სისტემა აირდაირეოდა, ზემოხსენებული პროგრამები კი დალაგების საშუალებასაც არ იძლეოდა. ყველაფერ ამის კვლევა იმდენად ძნელია, რომ სჯობს ერთი დღე დაკარგო და სისტემა გადააყენო, ვიდრე სამი დღე დაკარგო და მერე სისტემა გადააყენო J.

რაიმეს შეცვლის ან შესწორების შემდეგ ხელახლა გაუშვით apache_2.2.4-win32-x86-no_ssl.msi გასწორების რეჟიმში:

დაბრუნება– გაგრძელება


უმადურობა იქნებოდა ძია MS–ის მიმართ არ აღგვენიშნა, რომ არსებობს მეოთხე გზაც: PHP–ს დაყენება Microsoft IIS–ის გარემოში. თუ არ დაგვეზარება, შეგვიძლია წავიკითხოთ install.txt, ავიღოთ იქედან და გავუშვათ პატარა სკრიპტი, რომელიც გააკეთებს ყველაფერ ამას, ვნახოთ ეს რა საშინელებაა, შემდეგ საერთოდ წავშალოთ IIS და მივხედოთ საქმეს :).

©copyright designed by maxo127

Сайт создан в системе uCoz