გადმოწერეთ აპაჩის ბოლო ვერსია
http://www.apache.org/dyn/closer.cgi
- დან.
(თუ
ვერ გაიგეთ იქ რა უნდა ქნათ, ჩხვლიტეთ პირდაპირ ამას
http://apache.adcserver.com.ar/httpd/binaries/win32/apache_2.2.4-win32-x86-no_ssl.msi)
თუ ამ სტატიის დაწერის შემდეგ
არგენტინაში არაფერი შეიცვალა,
მიიღებთ ფაილს apache_2.2.4-win32-x86-no_ssl.msi.
ამბობდნენ, რომ
ლოკალზე
apache 2
არ შეიძლებაო, PHP4 და 5–თან ვერ მუშაობსო,
apache_1.3.x
ჯობიაო; მაგრამ ჭორები აღმოჩნდა, უფრო სწორად, მოძველებული შეფასება.
ძირითადად ეს გამოიწვია იმან, რომ პროვაიდერები თავიდან ცალი
თვალით უყურებდნენ apache 2–ს –
Cpanel–ის ახალ ვერსიებთან მთლად თავსებადი ვერ იყო და
რამე.
საერთოდ
apache 2 არ არის apache_1.3.x–ის
მომდევნო ვერსია, არამედ პარალელური პროექტია და ექსპერიმენტულად ითვლება,
მაგრამ ამ პროექტმა მიაღწია იმ კონდიციას, რომ შეიძლება მისი "თამამად"
გამოყენება.
გაუშვით msi–ფაილი.
Next.
დაეთანხმეთ ლიცენზიის პირობებს.
Next.
შეავსეთ შემდეგი ფანჯარა:
localhost -
ეს თქვენი კომპიუტერია. ანუ ვაყენებთ ლოკალურ მანქანაზე 127.0.0.1
Next.
Typical. Next.
(თუ
შარის თავი გაქვთ, შეგიძლიათ მოსინჯოთ
Custom.
უკან დაბრუნება შეგეძლებათ).
შემდეგი ფანჯარა
უთითებს სად დაყენდეს პროგრამა. მე პირადად
უფრო მშვიდად მძინავს, როცა ის
სადმე სხვაგანაა:
შეგიძლიათ
დატოვოთ კიდეც, როგორც არის,
საჭირო კატალოგებს მერე მაინც შევუცვლით ადგილებს.
Ok
და
Next.
სისტემა
მოგვახსენებს, რომ
ყველაფერი მზადაა ინსტალაციისათვის.
Install.
აქ
შეიძლება დაგვიდონ პირველი კვანტი,
ანუ შეიძლება მიიღოთ შეტყობინება
შეცდომის შესახებ:
Installing
the Apache2 service
The
Apache2 service is successfully installed.
Testing
httpd.conf....
Errors
reported here must be corrected before the service can be started.
(OS
10048)Only one usage of each socket address (protocol/network address/port)
is
normally permitted. : make_sock: could not bind to address 0.0.0.0:80
no
listening sockets available, shutting down
Unable to
open logs
Note the
errors or messages above, and press the <ESC> key to exit. 11...
თუ
ასეთი არაფერი მოხდა, გადადით შემდეგ პუნქტზე.
ხოლო
თუ მოხდა...
დაამთავრეთ ინსტალაცია. სერვერი გაიშვება თავისით.
აკრიფეთ ბრაუსერის მისამართის ველში http://localhost/ ან
http://127.0.0.1/.
თუ ყველაფერი კარგადაა, გამოვა სერვერის გვერდი, ვაშა!
ვებ სერვერი გაშვებულია. მისი გაშვება მოხდება სისტემის
ყოველი ჩატვირთვისას ავტომატურად. თუ ეს ამბავი არ მოგვწონს, შევდივართ
Start/Settings/Control Panel/Administrative tools/Services, (Control
Panel-ს აქვს ორი ხედი – კლასიკური და კატეგორიების მიხედვით. გადართვა
შეიძლება ფანჯრის ზედა მარცხენა კუთხეში – Switch to classic view/ Switch
to category view. Category view–ში Administrative tools არის Performance
and maintenance პუნქტში).
ან
მოკლედ,
რამენაირად შევდივართ
Administrative tools–ში და ვხსნით სერვისების კონსოლს::
მივიღებთ
სერვისების სიას, მოვაწესრიგებთ ანბანის მიხედვით (Name-ზე, ანუ სახელის ველის
სათაურზე ჩხვლეტით), ვიპოვით Apache2-ს, მოვნიშნავთ ერთი ჩხვლეტით. ჩვენთვის
საინტერესოა ველები Status და Startup type.
Startup
type აჩვენებს, როგორ მოხდება სერვისის გაშვება – ავტომატურად სისტემასთან
ერთად, თუ ხელით. თუ არ გინდათ ეს სერვისი მუდმივად გაშვებული იყოს, დააყენეთ
ხელით გაშვებაზე.
Status
აჩვენებს, გაშვებულია თუ არა ახლა ეს სერვისი.
გაშვების
ტიპის შეცვლა, სერვისის გაშვება ან გაჩერება შეიძლება ფანჯარაში, რომელიც
გამოდის ერთ–ერთი შემდეგი მეთოდით:
·
სერვისზე ორჯერ ჩხვლეტით
·
კლავიშებით Alt+ar(გვიჭირავს Alt და ვაჭერთ a მერე r)
·
მარჯვენა ღილაკით გამოსულ კონტექსტურ მენიუში Properties
·
მენიუდან Action/Properties (როცა სასურველი სერვისი მონიშნულია)
·
და ა. შ.
როცა
სერვერი გაშვებულია, ბრაუსერში ვწერთ
http://localhost/ და ვღებულობთ რაღაც ამგვარს:
ე. ი.
სერვერი მუშაობს. ახლა მას სჭირდება კონფიგურირება; კონფიგურაციის პარამეტრები
ინახება
კონფიგურაციის ფაილში httpd.conf
(ის იქნება
იმ კატალოგში, სადაც აპაჩი აყენია, მაგ.: C:\Program Files\Apache Software
Foundation\Apache2.2\conf\). ამ ფაილში ბევრი რამის კეთება
შეიძლება. ჩვენ განვიხილოთ
ძირითადი მომენტები.
|