maxo127

ყურადღება! თუ თქვენ აღმოაჩინეთ შეცდომა საიტზე, მონიშნეთ და დააჭირეთ Ctrl+Enter. გმადლობთ თანამშრომლობისათვის!

consulting სათაო გვერდი

consulting სიახლეები

consulting ლინუქსი

consulting ლექსიკონები


consulting სტატიები

consulting გართობა

consulting კიდევ რა?

 

consulting ფოტოალბომები

consulting ფორუმი

consulting სტუმართა წიგნი

consulting ჩატი

consulting საიტის რუკა

consulting გასვლა

Счетчик посещений Counter.CO.KZ - бесплатный счетчик на любой вкус!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო...

დიდი ხნის წინათ, კომუნისტების დროს, სკოლის დაწყებით რომელიღაც კლასში ისწავლებოდა ზღაპარი ჩიტზე, რომელსაც ბარტყები ჰყავდა, და რომელსაც მელია ატერორებდა, რომლის თავიდან მოსაშორებლად ეს ჩიტი ბარტყებს უგდებდა თითო-თითოდ, თავიდან მოსაშორებლად და დანარჩენი ბარტყების გადასარჩენად, და ეს უმსგავსობა მანამ გრძელდებოდა, სანამ მონადირემ არ მოკლა ეს მელია და მისი მუცლიდან ამოიყვანა ყველა ბარტყი ჯანმრთელი და უვნებელი და ეგეთი სისულელეები...

ეს ფრიად საეჭვო მხატვრული და ეთიკურ-ესთეტიკური ღირებულების შედევრი თან ლექსსაც შეიცავდა. ის ეხლა აღარ ისწავლება და გულიც არავის სწყდება მე მგონი, სამაგიეროდ "ნიანგის" ერთ ზემოხსენებული დროის ნომერში აღმოვაჩინე ამ ლექსის შესანიშნავი თარგმანი რუსულად. ავტორი, როგორც სჩანს, "ფარსადანის" ფსევდონიმით ქვეყნდებოდა.

აი თარგმანიც და ორიგინალიც:

ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო...

(ორიგინალი)

- ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო!

- რაო, ბატონო მელაო?

- ერთი ბარტყი გადმომიგდე,

თორემ შავ დღეს დაგაყენებ;

ცულს მოვიტან ცუნცულასა,

ხელეჩოს და წალდუნასა,

ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა,

შენც შეგჭამ და შენს შვილსაცა!

პტიცა, პტიცა, პტიციცაო...

(თარგმანი)

- პტიცა, პტიცა, პტიციცაო!

- ჩტო, გასპადინ ლისიცაო?

- ადინ პტენცა დაი ატო

ტვოი კანეც ბლიზიტსაო;

ვსიო სრაზუ პრინესიომ

ტაპორიც და პილიცაო,

დუბა სვალიმ, ზუბა სკალიმ,

სკუშიმ შენც და შვილიცაო!

©copyright designed by maxo127

Сайт создан в системе uCoz