maxo127

ყურადღება! თუ თქვენ აღმოაჩინეთ შეცდომა საიტზე, მონიშნეთ და დააჭირეთ Ctrl+Enter. გმადლობთ თანამშრომლობისათვის!

consulting სათაო გვერდი

consulting სიახლეები

consulting ლინუქსი

consulting ლექსიკონები


consulting სტატიები

consulting გართობა

consulting კიდევ რა?

 

consulting ფოტოალბომები

consulting ფორუმი

consulting სტუმართა წიგნი

consulting ჩატი

consulting საიტის რუკა

consulting გასვლა

Счетчик посещений Counter.CO.KZ - бесплатный счетчик на любой вкус!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოშაირე ალექსი

ერთხელ პატარა ალექსა ქართულის მასწავლებელმა გამოიძახა და ალერსიანად მიმართა:

- აბა ალექსი, გვითხარი ლექსი!

- გახტა-გამოხტა კურდღელი, მ******* დედის მ***** - წაიბურდღუნა ალქსამ.

არა, იმიტომ კი არა რომ უზრდელი და ცუდი ბავშვი იყო. ყოველ შემთხვევაში არა მარტო ამიტომ. უბრალოდ, იფიქრა - მეშაირებაო.

შაირები კი ბევრი იცოდა, ოღონდ დიქცია არ უვარგოდა.

მასწავლებელს არ უფიქრია - მეშაირებაო, არც ის უფიქრია - ამან იფიქრა, ვეშაირებიო, და გაბრაზდა. კაცმა რომ თქვას, რაც არ უნდა ეფიქრა, მაინც გაბრაზდებოდა. ასე, რომ მაინც იგივეს დაწერა მომიწევდა.

როცა მასწავლებელი ბრაზდება, მშობელს იძახებს ხოლმე. ასეთია წესი.

მოვიდა მიხო - ალექსას მამა. მასწავლებელმა ჩააყენა საქმის კურსში. საქმის კურსში ჩაყენებული მიხო გაბრაზდა და, როგორც წესი და რიგია, ალექსას მშობელი გამოიძახა (ვირტუალურად).

ანუ, მე შენი დედა ასე და ისეო, ამ ანგელოზივით ქალს რაღა ეგ უთხარიო, რა დროს შენი დედამისიაო, "აქეთ ფიცარი იქეთ ფიცარი" მაინც გეთქვაო, მასწავლებელი მაინც არ იყოსო!

როცა მასწავლებელი ბოლოსდაბოლოს გაერკვა მიხოს პოზიციაში, იმდენად შორს აღმოჩნდა მისი (პოზიციის) გაზიარებისაგან, რომ მის (მასწავლებლის) აღშფოთებას საზღვარი არა ჰქონდა. როცა მასწავლებლის აღშფოთებას საზღვარი არა აქვს, ის კივილს იწყებს ხოლმე. ასეთი წესი არ არსებობს, მაგრამ გარკვეული კანონზომიერების დანახვა ამაში შეიძლება.

კივილზე შემოვარდა დირექტორი (არც ეს არის წესი, მიხოს სკოლაში კი გამონაკლისი უფროა, იმიტომ რომ დირექტორი მსუქანია და მელოტი და სად შეუძლია ამდენი სირბილი), რომელიც მასწავლებელმა დაუყოვნებლივ (აფსუს, როგორ გამომრჩა ეს სიტყვა ადრე!) ჩააყენა საქმის კურსში.

დირექტორმა ამრეზით შეხედა ალექსას, შემდეგ მის მამას - მიხოს, გაიხსენა მისი (მიხოს) ცოლი, შემდეგ ისევ მის (მიხოს, მიხოს ცოლის) შვილს შეხედა, შემდეგ მასწავლებელს, თვალები მაღლა აღაპყრო (შეიძლება ხელებიც) და ასე სთქვა:

- დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო!

- მე შაირი არ მინდოდა, შენ ამტეხე ძალადაო - წამოიწყო შეფიქრიანებულმა ალექსამ, მაგრამ სამი სხვადასხვა მხრიდან მის მიმართ გამოყენებული ზემოქმედებების მრავალფეროვნებით დაბნეული, დადუმდა.

თუ როგორ დამთავრდა ეს ამბავი, შეიძლება საინტერესოა, მაგრამ სასაცილო ნამდვილად არ არის. არადა, რამე მხიარული მინდოდა დამეწერა :(

©copyright designed by maxo127

Сайт создан в системе uCoz