|
ბიოლოგია
ჯერ კიდევ წინა საუკუნის დასაწყისში დიდი ნილს
ბორი ამბობდა, რომ ბიოლოგია არის მომავლის მეცნიერება. მაშინ ეს დისციპლინა
აღწერილობით დისციპლინად ითვლებოდა ძირითადად, ბოტანიკისგან რომ დიდად არ
განასხვავებდნენ, მაგრამ ბორი უკვე ხედავდა, ერთი "წინაპარი" მეცნიერებიდან –
ფილოსოფიიდან – გამოყოფილი სხვადასხვა დარგები – ფიზიკა, ქიმია, კოსმოლოგია თუ
საკუთრივ ფილოსოფია – როგორ იყრიდნენ თავს ისევ ერთი მეცნიერების – ბიოლოგიის –
ფარგლებში.
მას შემდეგ დიდი დრო
გავიდა, მაგრამ იმავე ადგილზე ვართ. ამ მხრივ კაცობრიობამ დიდად ვერ წაიწია
წინ. ატომური ენერგია, ლაზერი, ადამიანის გენეტიკური კოდის გაშიფრვა, ინტერნეტი
– ყველა ეს ტექნიკური მიღწევა ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც
გასაკეთებელია, რათა ოდნავ მაინც მივუახლოვდეთ ბიოლოგიის ფუნდამენტუს
საიდუმლოებებს.
|
|
|