ჯერ მოვაწყოთ
MySQL, შემდეგ კი ცოტაოდენ ცვლილებებს ისევ შევიტანთ
php.ini-ში.
MySQL–ის ბოლო ვერსიებს მოჰყვება კონფიგურირების
მეგზური (ოსტატი),
რომელიც ძალიან გაგვიადვილებს ამ საქმეს, პრაქტიკულად აქა–იქ თუ დაგვჭირდება
თითის განძრევა.
C:\Program Files\MySQL\MySQL
Server 5.0\bin–დან (ან სადაც თქვენ დააყენეთ MySQL) გავუშვათ
MySQLInstanceConfig.exe. მოხდება ის, რაც მოხდებოდა წინა გვერდის ბოლო ეკრანზე
კონფიგურირებაზე უარი რომ არ გვეთქვა (შემდეგში თქვენ ასეც მოიქცევით. მე აქ
უბრალოდ გავყავი ეტაპები "ჟანრის კანონების" თანახმად): გაიშვება
კონფიგურირების მეგზური:
შემდეგ
მივუთითოთ ბაზის მდებარეობა (ალბათ იმავე
კატალოგში სჯობს, სადაც სერვერი დავაყენეთ):
შემდეგ ეკრანზე ისევ მოგვიწევს შეწუხება:
ამ (წინა) ეკრანზე Include Bin
Directory... ჩართეთ იმ შემთხვევაში, თუ კონსოლით აპირებთ
მუშაობას, თუ არადა დატოვეთ როგორც არის – მერეც შეგეძლებათ შეცვლა, როცა
ნამდვილი "მბაზველი" გახდებით.
შემდეგ ეკრანზე ჩაწერეთ და გაიმეორეთ თქვენი
პაროლი:
დააჭირეთ Execute–ს,
შესრულდება ეს 4 პუნქტი, Execute გადაიქცევა
Finish–ად, დაჭირეთ იმასაც და მორჩა –
MySQL–ის კონფიგურირება დამთავრებულია.
შემდეგში
თუ რაიმეს შეცვლა დაგჭირდეთ, გაუშვით ხელახლა მეგზური და შეიტანეთ
ცვლილებები. ასევე შეგიძლიათ my.ini–ს რედაქტირებაც (მისი
მდებარეობა
მეგზურმა გიჩვენათ ბოლო ეკრანის მეორე პუნქტში) php.ini–ს
მსგავსად – ეს ისეთივე ფაილია MySQL–ისათვის და მისსავე კატალოგშია.
მეგზურის ხელახლა გაშვებისას შეიძლება
გამოვიდეს ასეთი ფანჯარა:
ეს ნუ შეგაშინებთ – დააჭირეთ Skip,
შეწყვიტეთ კონფიგურირება Cancel-ით და ხელახლა გაუშვით მეგზური.
ახლა გადავიდეთ
php.ini–ზე.
ვიპოვოთ php.ini–ში სტრიქონი:
extension=php_mysql.dll
და მოვაცილოთ კომენტარის
ნიშანი (წერტილმძიმე დასაწყისში).
ვიპოვოთ დირექტივა extension_dir;
უნდა იყოს ასეთი:
extension_dir = "./"
დააკომენტარეთ ეს დირექტივა
და შემდეგ სტრიქონზე დაწერეთ ახალი:
extension_dir ="C:/Program Files/PHP/ext"
ანუ უნდა მიუთითებდეს კატალოგს, სადაც
PHP–მ MySQL–ის
გაფართოებები დააყენა.
გაიხსენეთ, რომ სლეშები უნდა დაწეროთ
UNIX–ის ფორმატში – "/" და არა "\".
თუ შეამჩნიეთ, რომ სისტემა მაინც ვერ აგნებს
გაფართოებებს, დააბრუნეთ ძველი დირექტივა და გადაწერეთ ბიბლიოთეკა
php_mysql.dll კატალოგში
C:/Program Files/PHP.
წესით უნდა ეშველოს.
თუ PHP
მოდულადა გაქვთ მიერთებული, გადაწერეთ
ბიბლიოთეკა libmysql.dll MySQL–ის
კატალოგიდან
C:/Windows/System32–ში. გადატვირთეთ Apache.
ამით
MySQL–ის კონფიგურირება და ჩვენს სისტემასთან ინტეგრირება
დამთავრებულია. რამდენად წარმატებით, ამის შესამოწმებლად კატალოგში
D:\Apache\sitename\home\othersite\www
შევქმნათ
ფაილი
index.php
ასეთი
სკრიპტით:
<?php
echo "<p>საიტი
othersite</p>";
$dblocation
= "127.0.0.1";
$dbname
= "test";
$dbuser
= "root";
$dbpasswd
= "";
$dbcnx =
@mysql_connect($dblocation, $dbuser, $dbpasswd);
if (!$dbcnx)
{
echo "<p>სერვერი MySQL მიუწვდომელია</p>";
exit();
}
if (!@mysql_select_db($dbname,$dbcnx)
)
{
echo "<p>მონაცემთა
ბაზა მიუწვდომელია</p>";
exit();
}
$ver
= mysql_query("SELECT VERSION()");
if(!$ver)
{
echo "<p>შეცდომა
მოთხოვნაში</p>";
exit();
}
echo "<p>ყველაფერი
კარგად არის. MySQL–ის
ვერსია:</p>";
echo mysql_result($ver, 0);
?>
მე–7 სტრიქონში (სტრიქონად
ითვლება ცარიელიც)
$dbpasswd
= "";
ბრჭყალებს შორის ჩაწერეთ თქვენი პაროლი, რომელიც
ჩაუწერეთ MySQL–ს ინსტალაციისას. შეინახეთ ფაილი
index.php.
აკრიფეთ ეხლა ბრაუსერში
http://othersite/index.php (ან უბრალოდ http://othersite) და თუ ყველაფერი
კარგად არის, ეს ამბავი წერილობით მოგხსენდებათ ეკრანიდან,
MySQL–ის
ვერსიასთან ერთად.
თუ არცთუ ყველაფერი კარგადაა, ეს
სკრიპტი რაღაც მინიმალურ დიაგნოსტიკასაც აკეთებს; მაგრამ საბოლოოდ მაინც
თქვენზეა დამოკიდებული ძაღლის თავის პოვნა.
თუ მიიღეთ ასეთი შეტყობინება:
Parse error: syntax error, unexpected T_VARIABLE in
D:\Apache\sitename\home\othersite\www\index.php on line 2
ეს შეიძლება ისევ იმავე მიზეზით იყოს
რაზეც საუბარი გვქონდა Apache–ს კონფიგურირების
გვერდის ბოლოში, განყოფილებაში "გაითვალისწინეთ", მესამე პუნქტში.
ამით Apache–Php–Mysql–კომპლექტის შექმნის სახელმძღვანელო
დამთავრებულად ცხადდება :)
გმადლობთ ყურადღებისათვის და თქვენი
შენიშვნა–გამოხმაურებებისათვის, თუ ასეთი იქნება. ყველა პრობლემა, ჩემს
პრაქტიკაში შეხვედრილი, ისე ყურმოკრული თუ თქვენს მიერ მოწოდებული განხილული
იქნება გვერდზე "Apache–Php–Mysql – პრობლემები და გადაწყვეტები", რომელსაც
უახლოეს ხანებში შევუდგები, იმედია. |